რა უპირატესობები აქვს სამოგზაურო დაზღვევას?

სამოგზაურო დაზღვევა ეფექტური საშუალებაა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაუთვალისწინებელი მსხვილი ხარჯების თავიდან ასაცილებლად. ის მოიცავს როგორც სამედიცინო, ისე ადმინისტრაციული და სხვა სახის ხარჯებისაგან დაზღვევას. “ჯიპიაი ჰოლდინგის” სამოგზაურო დაზღვევის პოლისის შეძენის შემთხვევაში, თქვენ თავიდან აიცილებთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც შეიძლება საქმიანი მივლინების ან სხვა სახის მოგზაურობის დროს შეგხვდეთ.

როგორია “ჯიპიაი ჰოლდინგის” სამოგზაურო დაზღვევის პირობები?

მრავალჯერადი სადაზღვევო პოლისი განკუთვნილია მათთვის, ვისაც ხშირად უწევს საქმიანი მივლინებით ან სხვა მიზნით საზღვარგარეთ მოგზაურობა. “ჯიპიაი ჰოლდინგის” მრავალჯერადი დაზღვევის პროგრამა მთელს მსოფლიოზე ვრცელდება. პოლისი ძალაშია ერთი წლის მანძილზე იმ პირობით, რომ თვითეული მოგზაურობის ხანგრძლივობა 28 დღეს არ აღემატება.

"B.C.I" - სამოგზაურო დაზღვევა 50.000 დოლარის ფარგლები

სამოგზაურო დაზღვევის პირობები
• სასწრაფიო სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება;
• გადაუდებელი ამბულატორიული მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება;
• გადაუდებელი ჰოსპიტალური მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება;
• გადაუდებელი სტომატოლოგიური ხარჯების ანაზღაურება;
• დაზღვეულის (დაშავებულის, ავადმყოფის ან გარდაცვლილის) რეპატრიაციის ხარჯების ანაზღაურებას;
• ბარგის დაკარგვის ან დაგვიანების, რეისის გადადების, დაზღვეულის თანმხლები პირის რეპატრიაციის ხარჯების ანაზღაურებას;
• სადაზღვევო პოლისი VIP EUROPE (limit-eur 60 000.00) მფლობელთათვის დამატებით: დამზრვევის ვადაზე ადრე საქართველოში დაბრუნების ხარჯების ანაზღაურებას მისი ოჯახის წვრის (მეუღლე, შვილი, მშობელი, მკვიდრი და-ძმა) გარდაცვალების შემთხვევაში;
სადაზღვევო პოლისი ძალაშია მხოლოდ პოლისში მითითებულ ქვეყნებში და სადაზღვევო პერიოდში მომხდარი სადაზღვევო შემთხვევისას



"G.P.I" - სამოგზაურო დაზღვევა 50.000 ევროს ფარგლები

მრავალჯერადი დაზღვევის პოლისი მოიცავს შემდეგი სახის დაფარვებს:
• სასწრაფიო სამედიცინო სამსახურით ტრანსპორტირება;
• ჰოსპიტალიზაცია;
• სამედიცინო ხარჯები;
• გადაუდებელი სტომატოლოგიური დახმარება;
• საქართველოში სამედიცინო ევაკუაცია;
• თანმხლები პირის დაბრუნება;
• მოგზაურობის გაუქმება;
• გამგზავრების შეფერხება;
• ბარგის მიწოდების შეფერხება;
• ბარგის დაკარგვა, დაზიანება და განადგურება;
• უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა.

ბარგის დაზღვევა დამატებით - 4.50 ლარი

“ჯიპიაი ჰოლდინგი” თანამშრომლობს ჯანმრთელობის დამზღვევ ლიდერ კომპანიებთან მთელს მსოფლიოში, რაც საშუალებას გვაძლევს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ წერტილში აღმოგიჩინოთ კვალიფიციური დახმარება.

Share