ტერიტორია - 3 045 კმ2
დაბა-მესტია
კლიმატი
- მკაცრი.
მანძილი თბილისამდე
- 475 კმ.
მანძილი ზუგდიდამდე
- 136 კმ.
უახლოესი საპორტო ქალაქი
- ფოთი- მანძილი 226 კმ.
უახლოესი აეროპორტი
- მესტიაში- მანძილი 2კმ.
უახლოესი რკინიგზის სადგური
- ზუგდიდის- მანძილი 136 კმ.
დაბის მოსახლეობა – 2 916.
მოსახლეობა სულ (ლტოლვილების ჩათვლით) - 15 677.
მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა:
ქართველი- 99%, სხვა 1%.
წყლის ძირითადი არტერიები:
მდ.ენგური, მდ. მესტია ჭალა, მდ. დოლრა. მდ. მულხურა.
მუზეუმები:

მესტიის ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმი /დ.მესტია/;
მესტიის არქეოლოგიური მუზეუმი /დ.მესტია/;
მიხეილ ხერგიანის სახლმუზეუმი /დ.მესტია/;
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები:
მუჟაალის სოფ. ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესია.
კალას წმ. კვირიკესა და წმ. ივლიტას სახელობის ეკლესია.
ნაკიფარის წმ. გიორგის სახ. ეკლესია.
ლატალის მაცხოვრის სახელობის ეკლესია.
ლაღამის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ეკლესია.
მარგიანების უძველესი საცხოვრებელი კომპლექსი მესტიაში.
სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუხეუმი (მუზეუმის კოლექციები).
მრეწველობა :

ხე-ტყის გადამუშავება და წარმოება.
სოფლის მეურნეობა :
სოფლის მეურნეობიდან განვითარებულია: (კერძო სექტორი)
მესაქონლეობა.
მუნიციპალიტეტის მინერალური და რეკრეაციული რესურსები:
მარმარილოს საბადო;
მინერალური წყალი
«სგიმი». საკურორტო და ტურიზმის რესურსები:
კურორტი «უშგული».

 

”ქართველების ტომის უფრო შორეულს შტოს სვანები შეადგენენ... სვანების ცხოვრებაში ბევრს ქართველურ ჩვეულებასა და ხასიათს ხედავს მოგზაური... სვანი ადვილად საცნობია"
ვახუშტი ბაგრატიაონი













მარშრუტი - თბილისი - მესტია - უშგული - თბილისი
სახეობა : კულტურული, შემეცნებითი, ჯიპტური.
ხანგძლიობა
: 3 დღე
სატრანსპორტო საშუალება: თვითმფრინავი, ჯიპი.
განთავსება: საოჯახო სასტუმრო
კვება: 2 ჯერადი
ფასი - 290 ლარი ( ფასში შედის : ტრანსპორტირება, გიდის მომსახურეობა, განთავსება სამჯერადი კვება)

1. მესტია ქართული ხუროთმოძღვრებისა და ეთნოგრაფიის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ძეგლია. აქ კარგადაა შემონახული შუა საუკუნეების საერო, საკულტო და თავდაცვითი ნაგებობები. საკულტო ნაგებობათაგან აღსანიშნავია: მაცხოვრის (მაცხვარიშ) ქვით ნაგები ორსართულიანი ეკლესია (XIII-XIV სს.), რომლის კედლებსაც მაღალოსტატურად მოხატული ფრესკები ამკობს; ღვთისმშობლის (ლამარია) ეკლესია (განვითარებული შუა საუკუნეები) მოხატულობითა და წარწერეით; სეტის მთავარანგელოზთა (თარნგზელ) და ფუსტის ეკლესიები. შემონახულია აგრეთვე სვანური სახლ-სიმაგრეები - გალავნით შემოზღუდული ერთიანი კომპლექსი, რომელშიც შედის კოშკი, მასზე მიდგმული სახოვრებელი (მაჩუბი) და სამეურნეო დანიშნულების სხვა შენობები.

2. სვანეთის იტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი დაარსდა 1936 წელს, როგორც მესტიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი სეტის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაცული ნივთიერი ძეგლების ბაზაზე. ჩამოყალიბების დროისათვის მუზეუმს რამდენიმე ექსპონატი ჰქონდა. შეგროვებითი და სამხარეოთმცოდნეო მუშაობის შედეგად მუზეუმის თანამშრომლებმა, მეცნიერებმა და ადგილობრივმა საზოგადოებამ 1948 წელს ყოფილი საგვარეულო ეკლესიებიდან მუზეუმში გადმოიტანეს 21 ხელნაწერი. 1984 წლისათვის ფონდსა და საცავებში 12 282 ექსპონატი ირიცხებოდა. მათ შორის ბევრი უნიკალური ნივთია: სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები, აგრეთვე ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშები.

3. უშგულის ეტიმოლოგიას ”უშიშარ გულს” უკავშირებენ. ისტორიულად, უშგული უბატონო თემი იყო. უშგულში გაბატონების მსურველი 7 თავადი მოკლეს. მათ შორის უკანასკნელი იყო ფუთა დადეშქელიანი, რომელიც უშგულის ლამარიაში მთელმა სოფელმა ერთად მოკლა. უშგულის თემი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. ხშირია ტიპური სვანური თავდაცვითი კოშკები. მათი რაოდენობა ამჟამად 30-მდეა. უშგული ბუნებრივი მდებარეობის გამო მოწყვეტილი იყო დანარჩენ სვანეთს. უახლოეს თემში, კალაში, რომელიც 7 კილომეტრში მდებარეობს, გადასვლაც კი საკმაო სირთულეს წარმოადგენდა. ხალხის მეხსიერებაში შემორჩენილია ლეგენდა დევის ნაშენზე, ეს არის კლდე, რომლესაც, ლეგენდის თანახმად, ენგურის ხეობა ჩაუკეტავს და სოფელი იტბორებოდა. კატასტროფის თავიდან ასარიდებლად უშგულიდან და კალადან დაძრულა ორი ვერძი, რომლებიც საპირისპირო კუთხეებიდან დასჯახებიან კლდეს და დაუნგრევიათ.

4. უშგულის ლამარია - IX-X საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია უშგულის თემში. ეკლესიას შემორტყმული აქვს გალავანი, რომელიც დასავლეთის მხრიდან სრულდება სვანური კოშკითა და ორი დამხმარე ნაგებობით. ეკლესია ბაზილიკის ტიპისაა.ეკლესიაში შემორჩენილია ფრესკები, ასევე XIX საუკუნის რუსული სერობის ხატი. ეკლესიის ეზოში დგას ქვის დიდი სკამი. გადმოცემის თანახმად ამ სკამზე მოკლეს უშგულის დაპყრობის მსურველი თავად - ფუთა დადეშქელიანი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 307- 007
ან მოგვწერეთ: ეს ელ-ფოსტის მისამართი დაცულია სპამ-რობოტებისაგან, მის სანახავად ჩართული უნდა გქონდეთ Javascript


Share