ტერიტორია - 3 045 კმ2
დაბა-მესტია
კლიმატი
- მკაცრი.
მანძილი თბილისამდე
- 475 კმ.
მანძილი ზუგდიდამდე
- 136 კმ.
უახლოესი საპორტო ქალაქი
- ფოთი- მანძილი 226 კმ.
უახლოესი აეროპორტი
- მესტიაში- მანძილი 2კმ.
უახლოესი რკინიგზის სადგური
- ზუგდიდის- მანძილი 136 კმ.
დაბის მოსახლეობა – 2 916.
მოსახლეობა სულ (ლტოლვილების ჩათვლით) - 15 677.
მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა:
ქართველი- 99%, სხვა 1%.
წყლის ძირითადი არტერიები:
მდ.ენგური, მდ. მესტია ჭალა, მდ. დოლრა. მდ. მულხურა.
მუზეუმები:

მესტიის ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმი /დ.მესტია/;
მესტიის არქეოლოგიური მუზეუმი /დ.მესტია/;
მიხეილ ხერგიანის სახლმუზეუმი /დ.მესტია/;
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები:
მუჟაალის სოფ. ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესია.
კალას წმ. კვირიკესა და წმ. ივლიტას სახელობის ეკლესია.
ნაკიფარის წმ. გიორგის სახ. ეკლესია.
ლატალის მაცხოვრის სახელობის ეკლესია.
ლაღამის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ეკლესია.
მარგიანების უძველესი საცხოვრებელი კომპლექსი მესტიაში.
სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუხეუმი (მუზეუმის კოლექციები).
მრეწველობა :

ხე-ტყის გადამუშავება და წარმოება.
სოფლის მეურნეობა :
სოფლის მეურნეობიდან განვითარებულია: (კერძო სექტორი)
მესაქონლეობა.
მუნიციპალიტეტის მინერალური და რეკრეაციული რესურსები:
მარმარილოს საბადო;
მინერალური წყალი
«სგიმი». საკურორტო და ტურიზმის რესურსები:
კურორტი «უშგული».

 

”ქართველების ტომის უფრო შორეულს შტოს სვანები შეადგენენ... სვანების ცხოვრებაში ბევრს ქართველურ ჩვეულებასა და ხასიათს ხედავს მოგზაური... სვანი ადვილად საცნობია"
ვახუშტი ბაგრატიაონი









მარშრუტი - თბილისი - მესტია - თბილისი
სახეობა : კულტურული, შემეცნებითი.
ხანგძლიობა: 2 დღე
სატრანსპორტო საშუალება:
თვითმფრინავი, ჯიპი.
განთავსება: საოჯახო სასტუმრო
კვება: 3 ჯერადი
ფასი - 220 ლარი ( ფასში შედის : ტრანსპორტირება, გიდის მომსახურეობა, განთავსება სამჯერადი კვება)

სვანეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს. ისტორიულ სვანეთში შედიოდა აგრეთვე ე. წ. აფხაზეთის სვანეთი (მდინარე კოდორის ზედა ნაწილი), სამეგრელოს, ზემო რაჭისა და ლეჩხუმის მოსაზღვრე რეგიონები.  ადრინდელ საუკუნეებში სვანეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო, შემდეგ ეგრისის სამეფოსი. XI-XV საუკუნეებში ერთიანი საქართველოს საერისთავო იყო. როდესაც საქართველო დაიშალა სამეფო-სამთავროებად, სვანეთიც რამდენიმე ნაწილად გაიყო: თავისუფალ, სადადეშქელიანო და სადადიანო სვანეთად.   ამჟამად სვანეთი ორ ნაწილად იყოფა, ზემო და ქვემო სვანეთად. მათ ჰყოფს მაღალი სვანეთის ქედი ლატფარის ზეკარით. ზემო სვანეთი შეიცავს მდინარე ენგურის ხეობას სათავიდან სამეგრელოს საზღვრამდე, ხოლო ქვემო სვანეთი — ცხენისწყლის ხეობას სათავიდან მურის ხიდამდე (ქ. ცაგერის სიახლოვეს).  თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ზემო სვანეთი შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის რაიონში, ქვემო სვანეთი — რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის რაიონში. სვანეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველია, კერძოდ მათი ეთნოგრაფიული ჯგუფი — სვანები.

მესტია ქართული ხუროთმოძღვრებისა და ეთნოგრაფიის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ძეგლია. აქ კარგადაა შემონახული შუა საუკუნეების საერო, საკულტო და თავდაცვითი ნაგებობები. საკულტო ნაგებობათაგან აღსანიშნავია: მაცხოვრის (მაცხვარიშ) ქვით ნაგები ორსართულიანი ეკლესია (XIII-XIV სს.), რომლის კედლებსაც მაღალოსტატურად მოხატული ფრესკები ამკობს; ღვთისმშობლის (ლამარია) ეკლესია (განვითარებული შუა საუკუნეები) მოხატულობითა და წარწერეით; სეტის მთავარანგელოზთა (თარნგზელ) და ფუსტის ეკლესიები. შემონახულია აგრეთვე სვანური სახლ-სიმაგრეები - გალავნით შემოზღუდული ერთიანი კომპლექსი, რომელშიც შედის კოშკი, მასზე მიდგმული სახოვრებელი (მაჩუბი) და სამეურნეო დანიშნულების სხვა შენობები.

სვანეთის იტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი დაარსდა 1936 წელს, როგორც მესტიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი სეტის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაცული ნივთიერი ძეგლების ბაზაზე. ჩამოყალიბების დროისათვის მუზეუმს რამდენიმე ექსპონატი ჰქონდა. შეგროვებითი და სამხარეოთმცოდნეო მუშაობის შედეგად მუზეუმის თანამშრომლებმა, მეცნიერებმა და ადგილობრივმა საზოგადოებამ 1948 წელს ყოფილი საგვარეულო ეკლესიებიდან მუზეუმში გადმოიტანეს 21 ხელნაწერი. 1984 წლისათვის ფონდსა და საცავებში 12 282 ექსპონატი ირიცხებოდა. მათ შორის ბევრი უნიკალური ნივთია: სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები, აგრეთვე ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 307- 007
ან მოგვწერეთ: ეს ელ-ფოსტის მისამართი დაცულია სპამ-რობოტებისაგან, მის სანახავად ჩართული უნდა გქონდეთ Javascript

Share