|
|
|||
|---|---|---|---|
![]() |
![]() |
![]() |
|
გურიის მხარე დასავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინცია გურიის ტერიტორიას.
რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-GU.
მხარის ფართობი - 2030,7 კვ.კმ–ს,
მოსახლეობა – 148 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ–ზე – 73 კაცს. მოსახლეობის 96% ეთნიკურად ქართველია.
მხარის ადმინისტრაციული ცენტრი- ქალაქი ოზურგეთი.
ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი;კლიმატი - ნოტიო-სუბტროპიკული.
ძირითადი მდინარეები - სუფსა, ნატანები, ბჟუჟი, ბახვისწყალი, აგუბაზოული.
„... აქ ერთვის რიონს მცირე მდინარე და ამ ფოთის აღმოსავლეთით, რიონის კიდესა ზედა არს ლანჩქუთი. ამ ლანჩქუთს სამხრით წამოვალს მთა საჯავახოს მთიდამ დასავლეთად...“
ვახუშტი ბატონიშვილი

|
ბახმარო
მეტად თავისებური, უნიკალური კურორტია. ის მდებარეობს გურიის რეგიონის ერთ-ერთ თვალწარმტაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, აჭარა- გურიის მტაგრეხილზე, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე. ჩოხატაურის ცენტრიდან ბახმარო დაშორებულია 52 კილომეტრით. ბახმაროს ტერიტორია ერთგვარ ქვაბულს წარმოადგენს, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის საუკუნოვანი მარადმწვანე მცენარეებით, შემდეგ კი ულამაზესი ალპური ზონა იწყება. დასავლეთის მხრიდან კურორტის ტერიტორია გახსნილია, რაც ხელს უწყობს ხეობაში ზღვის ბრიზების შემოჭრას. ეს კი თავის მხვრივ ხელს უწყობს ზღვისა და მთის კლიმატის საუკეთესო შეხამებას. ზამთარში თოვლის საფარი ძალიან მაღალია (4-5 მ) და რჩება 6 თვემდე. ბახმაროს კლიმატი ეფექტური სამკურნალო საშუალებაა სუნთქვის ორგანოთა ქრონიკულ დაავადებათა. ბახმაროში ყოველ წელს, ფერიცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი ტარდება. გომისმთა როგორც მომავლის მთის კურორტი შედის გურია-აჭარის ქედის შემადგენლობაში და მისი მწერვალის სიმაღლე 2100 მეტრიდან 2755 მეტრამდეა. მთისათვის დამახასიათებელი კლიმატის გამო ის ცნობილია რიოგორც სახაფხულო აგარაკი. მისი განუმეორებელი ბუნება და 2500 მეტრ სიმაღლეზე არსებული ჭინჭაოს ტბა განუმეორებელ შთაბეჭდილებას ტოვებს. კურორტის უნიკალური პირობები დღესაც აუთვისებელია. გომისმტა როგორც ტერიტორიული ერთეული შედის ოზურგეტის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში. ქალაქის ცენტრიდან დაშორებულია 12-15 კმ-ით.დღეს გომისმთა წარმოადგენს საკურორტო ადგილს, რომელსაც გააჩნია მინერალური წყლები, ტყე, სამკურნალო კლიმატი და სხვა ბუნებრივი რესურსები, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მკურნალობის, პროფილაკტიკისა და რეაბილიტაციის მიზნი, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების პირობებში დააკმაყოფილებს ტურისტის მოთხოვნებს.
|