გურიის მხარე დასავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინცია გურიის ტერიტორიას.

რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-GU.

მხარის ფართობი -  2030,7 კვ.კმ–ს,

მოსახლეობა –  148 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ–ზე – 73 კაცს. მოსახლეობის 96% ეთნიკურად ქართველია.

მხარის ადმინისტრაციული ცენტრი- ქალაქი ოზურგეთი.

ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები:

1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი;
2. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი;
3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი.

დასახლებული პუნქტი - 193 , მათ შორის:
• ქალაქი - 2: ლანჩხუთი, ოზურგეთი;
• დაბა – 5: ლაითური, ნარუჯა, ნასაკირალი, ურეკი, ჩოხატაური.
• სოფელი - 186.

კლიმატი - ნოტიო-სუბტროპიკული.

ძირითადი მდინარეები - სუფსა, ნატანები, ბჟუჟი, ბახვისწყალი, აგუბაზოული.

 

„... აქ ერთვის რიონს მცირე მდინარე და ამ ფოთის აღმოსავლეთით, რიონის კიდესა ზედა არს ლანჩქუთი. ამ ლანჩქუთს სამხრით წამოვალს მთა საჯავახოს მთიდამ დასავლეთად...“

ვახუშტი ბატონიშვილი


 

მარშრუტი - თბილისი - გურია - თბილისი
სახეობა
: კულტურული, შემეცნებითი.
სატრანსპორტო საშუალება
: მსუბუქი ავტომანქანა, მიკრო-ავტობუსი, ავტობუსი.
ხანგძლიობა:
2 დღე
ღამისთევა
: სასტუმრო, საოჯახო სასტუმრო ოზურგეთში
მანძილი
: ერთი მიმართულებით 370 კმ.

1. ჯუმათის ეკლესია - მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია. ტაძარი ბაზილიკური ტიპისაა. მისი აგების თარიღი უცნობია. დ.ბაქრაძე მას შემოქმედის მონასტერზე ადრინდელად მიიჩნევს. ფრესკები XVI-XVIII ს.ს. თარიღდება. 1847 წელს ის რუხი პორფირის ქვებით მოუპირკეთებიათ. სამხრეთის მხრიდან კი მიუშენებიათ ღმრთისმშობლის სახელობის ეკვდერი.

2. შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი - შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი გურიის მხარეში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შემოქმედში, შემოქმედის ეპარქიის ცენტრი. შემოქმედის მონასტერი შედგება სამი ძეგლისგან. მათგან ორი ერთმანეთზე მიდგმული ტაძარია: XII საუკუნის ღვთაების ტაძარი (ბაზილიკა) და XVI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია “ზარზმა”, რომელიც ვახტანგ I გურიელმა საგანგებოდ ააგო, რათა შიგ დაებრძანებინა ზარზმის მონასტრიდან XVI საუკუნეში გადმოსვენებული ფერიცვალების ხატი. მესამე ძეგლია XVI საუკუნის სამრეკლო, რომელიც 1831 წელსაა აღდგენილი.

Share