|
|
|||
|---|---|---|---|
![]() |
![]() |
![]() |
|
სამცხე-ჯავახეთის მხარე – მხარე სამხრეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების სამცხის, ჯავახეთის და თორის ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-SJ.
მხარის ფართობი შეადგენს 6413 კვ.კმ-ს,
მოსახლეობა - 208 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე - 32 კაცს.
მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ახალციხე.
მხარეში 353 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:
ქალაქი - 5: ახალქალაქი, ახალციხე, ბორჯომი, ვალე, ნინოწმინდა;
დაბა – 7: ბაკურიანი, ბაკურიანის ანდეზიტი, წაღვერი, ახალდაბა, ადიგენი, აბასთუმანი, ასპინძა;
მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:
• ვარძიის სამონასტრო კომპლექსი
• თმოგვის ციხე
• ხერთვისის ციხე
• ზარზმის მონასტერი
• საფარის მონასტერი
"თუმცა რამდენიმე საუკუნეა განვლილი მას შემდეგ, რაც მესხნი საქართველოს განშორებულნი იყვნენ, მაგრამ აქამდე ისინი თითქმის არ განსხვავდებიან ქართველებისაგან არც ხასიათით, არც ზნეობით, არ ყოფა-ცხოვრებით. ოჯახობა და სახლ-კარი ლაზათიანად და ფაქიზად აქვთ მოწყობილი,კეთილს ცხოვრებას აქ უფროა შეჩვეული ხალხი, ვიდრე საქართველოს სხვა ნაწილებში".
ვახუშტი ბატონიშვილი





|
WEEK – END სამცხეში მარშრუტი : 1 დღე - თბილისი -ბორჯომი - ხერთვისი - წუნდა - ვარძია - ზემო ვარძია - ახლაციხე. 2 დღე - საფარა - ზარზმა - ჭულე - მწვანე მონასტერი თბილისი სანახაობები : 1. ხერთვისი, შუა საუკუნეების ციხესიმაგრე რომელიც ორი მდინარის შესართავთან მდებარეობს. ციხის სახელწოდებაც, რომელიც ხანმეტობის ხანიდან მომდინარეობს, ამას აღნიშნავს ხერთვისი მოქმედი სიმაგრე იყო ფეოდალური ხანის მთელ მანძილზე. მემატიანე ლეონტი მროველის (XI ს.) ცნობით, რომელიც ზეპირ ტრადიციას უნდა ემყარებოდეს, ალექსანდრე მაკედონელს ძვ. წ. IV საუკუნის 20-იან წლებში, აღმოსავლეთში ლაშქრობის დროს, საქართველოს სხვა ციხე-ქალაქებთან ერთად ხერთვისიც უნახავს. 2. ვარძია, კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII - XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი. ეტიმოლოგია - “მეფე გიორგი დიდებულებთან ერთად სანადიროდ ამოსულა, მეფეს თავისი ასული – პატარა თამარიც თან წაუყვანია. ნადირობა დაიწყო. ნადირობით გატაცებულ მეფესა და მის მხლებლებს ბავშვი აღარ მოჰგონებიათ. თამაშით გართული თამარი გამოქვაბულებში დაიკარგა. შეწყდა ნადირობა. აღელვებული და შეშფოთებული მონადირენი აქეთ-იქით აწყდებოდნენ, თამარს ეძებდნენ. – სად ხარ თამარ! დაიძახა ერთ-ერთმა მხლებელმა. გამოქვაბულში გზა აბნეულმა თამარმა სიხარულით შესძახა “აქ ვარ ძია!”, და დაერქვა ამ ადგილს "ვარძია”. ვარძია “... საკვირველებას წარმოადგენს. მიუვალობით ის ალექსანდრეს კედელს და ხეიბერის კოშკს ედრება…”-ასე წერდა ვარძიის შესახებ სპარსეთის სეფევიდების დინასტიის მემატიანე, XVI საუკუნის ისტორიკოსი ჰასან ბეგ რუმლუ თავისი ნაწარმოების "ახსან-ათ-თავარიხის” (“უმშვენიერესი ისტორიათაგანი”) ფურცლებზე. 3. ზედა ვარძია, XI საუკუნის I ნახევრის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ღვთისმშობლის ეკლესია. აღმართულია მთის ფერდობზე, ხელოვნურად შექმნილ ბაქანზე. ნაგებია კარგად გათლილი მოწითალო-იასამნისფერი ტუფანდეზიტის კვადრებით. შიგნით მოპირკეთებულია დიდრონი თლილი ქვებით. ეკლესია შელესილი ყოფილა, შეიმჩნევა მოხატულობის კვალი. ორივე ნავი ერთიანი, ორფერდა სახურავითაა გადახურული. ეკლესია გარედან უხვადაა მორთული ჩუქურთმებით. შესასვლელის თავზე სტილიზებული ასომთავრული წარწერაა. 4. საფარის მონასტერი შუასაუკუნეების ხუროთმოძღვრების ძეგლი. სამცხის მფლობელ ჯაყელთა ერთ-ერთი რეზიდენცია. დაარსებულია არა უგვიანეს X საუკუნისა. კომპლექსის ყველაზე ადრინდელი შენობაა X საუკუნის მიძინების ერთნავიანი ეკლესია (ამ ეკლესიის კანკელის ფრაგმენტები ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში). წმინდა საბას მთავარი ეკლესია, სამრეკლო და სასახლე XIII საუკუნის დასასრულისა და XIV საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება, როცა სამცხეს ბექა მანდატურთუხუცესი, სარგისის ძე განაგებდა (სარგისი, ბექა და მისი ვაჟები- სარგის II და ყვარყვარე დახატულნი არიან წმინდა საბას ეკლესიის კედელზე). 5. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი – მუზეუმი ქალაქ ახალციხეში, საქართველო.სამაზრო მუზეუმი ახალციხეში 1923 წელს დაარსდა, რომლის ბაზაზეც 1937 წელს მხარეთმცდნეობის მუზეუმი გაიხსნა. 1972 წელს მუზეუმს ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა. არის ისტორიული კლასიფიკაციის. მუზეუმში რეგიონის კულტურული მემკვდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია თავმოყრილი: უძველესი ხელნაწერები, ეპიგრაფიკული, არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური, ეთნოგრაფიული მასალა და ფოტო-დკუმენტები. დღეისთვის მუზეუმის ფონდებში 25 ათასზე მეტი ექსპონატი არის დაცული, მათ შორის ხელნაწერთა და ძველ ნაბეჭდ წიგნთა ფონდი. განსაკუთრებული ადგილი ქართულ ლაპიდარულ ნიმუშებსა და ხალიჩა-ფარდაგების გამოფენებს უკავიათ. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო. 6. ზარზმის მონასტერი უმნიშვნელოვანესი ძეგლია ქართული ხეროთმოძღვრების სამონასტრო კომპლექსებს შორის . შემორჩენილია გუმბათოვანი ეკლესია, სამრეკლო და რამდენიმე ერთნავიანი სამლოცველო (ზოგი დანგრეულია). მონასტრის დაარსების დროის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს (VIII საუკუნე, IX საუკუნე). მრავალრიცხოვანი ჩუქურთმაა, რომელიც კარ-სარკმელთა საპირეებს ამკობს, ტექნიკური შესრულების მხრივ მაღალ დომეზე დგას, მნიშვნელოვანია კედლის მხატვრობაც, სადაც ტრადიციული სიუჟეტებთან ერთად შემონახულია სამცხის მფლობელ ჯაყელთა (სარგისის, ბექა მანდატურთუხუცესის, სარგის II-ის, ყუარყუარეს), ზარზმის მონასტრის სამრეკლო ერთერთი უდიდესია საქართველოში და ამ ტიპის ქართული ნაგებობათა ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. 7. ჭულის ეკლესია ან ჭულევის ეკლესია — XIV საუკუნის წმ. გიორგის სახელობის გუმბათოვანი ტაძარი. განეკუთვნება საფარისა და ზარზმის მონასტრების ხუროთმოძღვრულ ჯგუფს. ტაძარს აქვს განსაკუთრებულად ლამაზი მდებარეობა. ტაძართან მისავლამდე გზა წიწვიანი და ტყით დაფარულ კლდოვან ხეობაში შედის და მცირე კლდეკარს მიადგება. გავცდებით თუ არა კლდეკარს კვლავ იშლება სივრცე, რომელიც უზარმაზარი კლდეებით ირგვლივ გარშემორტყმული და ყოველმხრივ შემოზღუდულია. მთების კალთები დაფარულია ტყით. ეკლესია ამ ქვაბულის შუაგულში დგას. მყუდრო და განმარტოებული გარემო ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. ტაძარი შიგნით მოხატულია არსენის მიერ 1381 წ. 8. მწვანე მონასტერი , IX საუკუნის ეს ძეგლი მეცნიერთა აზრით ცნობილი ქართველი მოღვაწის, წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების – ქრისტეფორესა და ტევდორეს აშენებულია. იგი სამი ბაზილიკის ტიპის ეკლესიისა და სამრეკლოსაგან შედგება, სადაც ქართული ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი ჩუქურთმები ახლაც კარგად იკითხება. მონასტრის ტერიტორიაზე დღესაც შეგიძლიათ ძნელბედობის ჟამს დაღვრილი ბერების სასწაულებრივად უხრწნადი სისხლის უამრავი ნაკვალევის ნახვა; ეს ტაძრის უდიდესი სიწმინდეა, რომელსაც დრო და წყალი ვერაფერს აკლებს. |