|
|
|||
|---|---|---|---|
![]() |
![]() |
![]() |
|
იმერეთის მხარე
რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-IM.
მხარის ფართობი შეადგენს - 6552 კვ.კმ.
მოსახლეობა - 700 ათასს,
ადმინისტრაციული ცენტრია - ქ. ქუთაისი.
დასახლებული პუნქტია - 542
ქალაქი - 10: ქუთაისი, ვანი, ტყიბული, წყალტუბო, ჭიათურა, ბაღდათი, ზესტაფონი, თერჯოლა, სამტრედია, საჩხერე, ხონი;
დაბა – 3: შორაპანი, კულაში, ხარაგაული;
სოფელი - 529.
ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები:
1. ქალაქი ქუთაისი;
2. ბაღდათის მუნიციპალიტეტი;
3. ვანის მუნიციპალიტეტი;
4. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი;
5. თერჯოლის მუნიციპალიტეტი;
6. სამტრედიის მუნიციპალიტეტი;
7. საჩხერის მუნიციპალიტეტი;
8. ტყიბულის მუნიციპალიტეტი;
9. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი;
10. ჭიათურის მუნიციპალიტეტი;
11. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი;
12. ხონის მუნიციპალიტეტი.
ეკონომიკა - იმერეთის მხარის საწარმოები ქვეყნის მთლიანი პროდუქციის 10-15%–ს აწარმოებენ. მათი უმრავლესობა განლაგებულია მთავარი საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალის გასწვრივ მდებარე ქალაქებში: ქუთაისი, ზესტაფონი, სამტრედია. უცხოური ინვესტიციების მოზიდვა შესაძლებელს გახდის ჭიათურა–ზესტაფონის სამრეწველო პოტენციალის ამოქმედებას.
ღირნაობებშესანიში - მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:
• ბაგრატის ტაძარი
• გელათის მონასტერი
• ვანის ნაქალაქარი
• სათაფლიის მღვიმე
• კაცხის სვეტი
• მოწამეთას მონასტერი
|
ექსკურსია - ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი, ქუთაისი. სახეობა : კულტურული, შემეცნებითი, არქეოლოგიური.
სატრანსპორტო საშუალება: მსუბუქი ავტომანქანა, მიკრო-ავტობუსი, ავტობუსი.
ხანგძლიობა: 10 - 11 სთ
მანძილი: ერთი მიმართულებით 230 კმ.
1. ქ. ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. არქეოლოგიური მონაცემებით, დღევანდელი ქუთაისის ტერიტორია და შემოგარენი უკვე ასი ათასი წლის წინ იყო დასახლებული. ძვ. წ. XV-XIII საუკუნეებიდან აქ კოლხური კულტურის არსებობა დასტურდება. მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე აღმართულ ბორცვებზე ძვ. წ. VIII-VII საუკუნის ვრცელი დასახლების კვალია შემორჩა. ქალაქის განვითარება შემდგომში ამ ადგილს უკავშირდება. 2. ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი - ქუთაისის მუზეუმში 150,000-ზე მეტი ექსპონატი ინახება. არქეოლოგიურ განყოფილებაში, რომელიც ქუთაისსა და მის შემოგარენში მიკვლეული მასალებით ივსება, ბრინჯაოს და ანტიკური ხანის უამრავი ნიმუშია დაცული, მათ შორის: კოლხური ცულები, ცხოველთა სტილიზებული გამოსახულებებით შემკული ბრინჯაოს ბალთები, ძვ. წ. VII-VI საუკუნის მამაკაცის ბრინჯაოს ითიფალური ქანდაკება სოფ. ფერსათიდან, ქალის ბრინჯაოს ქანდაკება სოფ. გეგუთიდან და სხვ. 3. ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი - მუზეუმში ინახება 1985 წლიდან ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის უმეტესობა. ვანში აღმოჩენილი მდიდრული სამარხების ინვენტარის საფუძველზე 1987 წელს მუზეუმში გაიხსნა ოქროს ფონდი, რომელშიც ინახება ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები ვანის ნაქალაქარიდან. ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სტაციონარული ექსპოზიცია ასახავს ვანის ტერიტორიაზე არსებული კულტურის განვითარების პერიოდს ძვ. წ. VIII ს-დან I ს-ის ჩათვლით (ბრინჯაოს ქანდაკებები, მათი ცალკეული ფრაგმენტები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობანი, ნუმიზმატიკის ნიმუშები და სხვ.).
|