|
|
|||
|---|---|---|---|
![]() |
![]() |
![]() |
|
იმერეთის მხარე
რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-IM.
მხარის ფართობი შეადგენს - 6552 კვ.კმ.
მოსახლეობა - 700 ათასს,
ადმინისტრაციული ცენტრია - ქ. ქუთაისი.
დასახლებული პუნქტია - 542
ქალაქი - 10: ქუთაისი, ვანი, ტყიბული, წყალტუბო, ჭიათურა, ბაღდათი, ზესტაფონი, თერჯოლა, სამტრედია, საჩხერე, ხონი;
დაბა – 3: შორაპანი, კულაში, ხარაგაული;
სოფელი - 529.
ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები:
1. ქალაქი ქუთაისი;
2. ბაღდათის მუნიციპალიტეტი;
3. ვანის მუნიციპალიტეტი;
4. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი;
5. თერჯოლის მუნიციპალიტეტი;
6. სამტრედიის მუნიციპალიტეტი;
7. საჩხერის მუნიციპალიტეტი;
8. ტყიბულის მუნიციპალიტეტი;
9. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი;
10. ჭიათურის მუნიციპალიტეტი;
11. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი;
12. ხონის მუნიციპალიტეტი.
ეკონომიკა - იმერეთის მხარის საწარმოები ქვეყნის მთლიანი პროდუქციის 10-15%–ს აწარმოებენ. მათი უმრავლესობა განლაგებულია მთავარი საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალის გასწვრივ მდებარე ქალაქებში: ქუთაისი, ზესტაფონი, სამტრედია. უცხოური ინვესტიციების მოზიდვა შესაძლებელს გახდის ჭიათურა–ზესტაფონის სამრეწველო პოტენციალის ამოქმედებას.
ღირნაობებშესანიში - მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:
• ბაგრატის ტაძარი
• გელათის მონასტერი
• ვანის ნაქალაქარი
• სათაფლიის მღვიმე
• კაცხის სვეტი
• მოწამეთას მონასტერი
|
week –end იმერეთში 1. ქ. ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. არქეოლოგიური მონაცემებით, დღევანდელი ქუთაისის ტერიტორია და შემოგარენი უკვე ასი ათასი წლის წინ იყო დასახლებული. ძვ. წ. XV-XIII საუკუნეებიდან აქ კოლხური კულტურის არსებობა დასტურდება. მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე აღმართულ ბორცვებზე ძვ. წ. VIII-VII საუკუნის ვრცელი დასახლების კვალია შემორჩა. ქალაქის განვითარება შემდგომში ამ ადგილს უკავშირდება. 2. ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი - ქუთაისის მუზეუმში 150,000-ზე მეტი ექსპონატი ინახება. არქეოლოგიურ განყოფილებაში, რომელიც ქუთაისსა და მის შემოგარენში მიკვლეული მასალებით ივსება, ბრინჯაოს და ანტიკური ხანის უამრავი ნიმუშია დაცული, მათ შორის: კოლხური ცულები, ცხოველთა სტილიზებული გამოსახულებებით შემკული ბრინჯაოს ბალთები, ძვ. წ. VII-VI საუკუნის მამაკაცის ბრინჯაოს ითიფალური ქანდაკება სოფ. ფერსათიდან, ქალის ბრინჯაოს ქანდაკება სოფ. გეგუთიდან და სხვ. 3. ბაგრატის ტაძარი — თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით ბაგრატის ტაძარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელ ნაწარმოებს. ღვთისმშობელის მიძინების სახელობის ტაძარი აგებული X-XI საუკუნების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში. 1994 წელს ბაგრატის ტაძარი გელათის მონასტერთან ერთად შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. 4. გელათის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. მთავარი ტაძრის კონქში დაცულია ცნობილი გელათის მოზაიკა, დასავლეთ სტოაში - XII საუკუნის ფრესკები, რომლებზეც გამოსახულია საეკლესიო კრება, ხოლო სამხრეთ ეკვდერში - დავით ნარინის ორი, XIII საუკუნეში შესრულებული პორტრეტი. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. 5. მოწამეთას სამონასტრო აგებულია წმინდა ძმების დავითისა და კონსტანტინეს(მხეიძეების) უკვდავ საყოფად. ისინი იყვნენ არაგვთა ერისთავები, რომლებიც VIII საუკუნეში შემოსეულ არაბთა ლაშქარს მცირე რაზმით თავგანწირულად შეებრძოლნენ, დიდი წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად,ვერ შეაჩერეს ურიცხვი მტერი და დამარცხდნენ. არაბთა სარდალმა მურვან ყრუმ, შეპყრობილ ერისთავებს ქრისტეს რწმენის უარყოფა მოსთხოვა, რაზეც მტკიცე უარი მიიღო. განრისხებულმა მურვანმა დიდი ტანჯვა მიაყენა ძმებს, მაგრამ მათ საშინელი წამება ვაჟკაცურად აიტანეს და მოწამეთა გვირგვინით შეიმოსნენ. დავითისა და კონსტანტინეს ნეშტი ამ ეკლესიაში ინახება.
|