ccccxzzxzx xz

 



"თუშები მეტყველებენ წმინდა ქართულით, მხოლოდ ჩაღმის ზოგიერთ სოფლებში, ომალოსა და შენაქოში დღესაც დაცულია ქართული ენის თუშური თქმა, ზოგიერთ ბგერების და სიტყვების თავისებური გამოთქმით".
ვახუშტი ბატონიშვილი

თუშეთის ტური

მარშრუტი : თბილისი - თუშეთი
სახეობა :
სათავგადასავლო.
სატრანსპორტო საშუალება:
მსუბუქი ავტომანქანა, მიკრო-ავტობუსი.
მანძილი :
280 კმ (ერთი მიმართულებით)
ხანგძლიობა:
2  დღე
ღამისთევა :
სასტუმრო ომალოში

თუშეთი

თუშეთის ეთნოკულტურულ თავისებურებას, საქართველოს სხვა ტრადიციული კულტურებისგან განსხვავებით, ძირითადად განაპირობებს ისტორიულად ჩამოყალიბებული სპეციფიკური მეურნეობრივი წყობა-მომთაბარეობითი მეცხვარეობის, მესაქონლეობისა და მიწათმოქმედების ერთობლიობა.თუშეთის ტრადიციული განსახლების სისტემა, ეკოლოგიურ-ესთეტიკური და თავდაცვით-სამეურნეო თვალსაზრისით, ბუნებრივი და ანთროპოგენული გარემოს ჰარმონიული თანაარსებობისა და განვითარების სრულყოფილ ნიმუშს წარმოადგენს. ადგილობრივი ფიქალი ქვით აშენებული სოფლები და ციხე-კოშკები გარემომცველ ბუნებრივ გარემოსთან ერთად მაღალი ხარისხის ლანდშაფტურ ღირებულებებს ქმნის.მომთაბარეობითმა მეცხვარეობამ, თუში მამაკაცის ტრადიციულმა დასაქმების სფერომ, დიდი როლი ითამაშა თუშების ეთნოფსიქოლოგიური და ყოფითი თავისებურებების ჩამოყალიბებაში. ტოლერანტობა, სულიერი წონასწორობა და სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციების ერთგულება მწყემსი თუშების ყველაზე გამოკვეთილი მენტალური თვისებებია.
რთულ გეოგრაფიულ და კლიმატურ პირობებში ხანგრძლივი ბუნებრივი სელექციის შედეგად მომთაბარეობითი მეცხვარეობის გზით გამოყვანილია ცხვრის, ცხენისა და მეცხვარე ძაღლის ადგილობრივი, თუშური ჯიშები.
მწყემსების მიერ თაობიდან თაობას გადაეცემოდა და დღემდეა მოღწეული ცხვრის ყველის დამზადების ტექნოლოგიური საიდუმლოებანი. თუშური ცხვრის ყველი „გუდის ყველის“ სახელითაა ცნობილი, რადგან ყველის საგემოვნო თვისებების საბოლოო სრულყოფა სპეციალურად დამუშავებულ ცხვრის ტყავში, „გუდაში“ ხდება.საქონლის მოვლა-პატრონობა და საოჯახო მეურნეობის გაძღოლა ტრადიციულად თუში ქალის საქმეა. ამასთან ერთად, ისინი დახელოვნებულნი არიან ცხვრის მატყლის დამუშავებაში, ქსოვასა და თელვაში. ხალხური ხელოვნების მოყვარულებს შორის მოწონებით სარგებლობს თუშური ფარდაგები, შესრულებული მისთვის დამახასიათებელ გეომეტრიულ სტილსა და ბუნებრივ ფერებში. პოპულარულია ტურისტებს შორის ჭრელი წინდები, ნაქსოვი ფეხსაცმელი („ჩითები“), ნაბდის ქუდი და ქეჩები.

 

Share