ტერიტორიის ფართობი – 11379 კმ2
ადმ. ცენტრი
– თელავი
მანძილი თბილისიდან
- 98 კმ
კლიმატი
– ჰავა სუბტროპიკული
ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა
13  C.
ნალექების რაოდენობა
- 400-800 მმ.
წყლის ძირითადი არტერიები
: მდ. ალაზანი (351 კმ). მსხვილი შენაკადებიდან აღსანიშნავია: ილტო (43 კმ), ხოდაშნისხევი (31 კმ), სტორი (38 კმ).   მდინარე იორი (320 კმ).

კახეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა. მას ორ ნაწილად ჰყოფს ცივ-გომბორის ქედი, საიდანაც დასავლეთით ივრის, აღმოსავლეთით კი ალაზნის ველის იშვიათი ბუნებრივი სანახაობა იშლება, ხოლო მისი ბუნებრივი ლანდშაფტის მრავალფეროვნების დამაგვირგვინებელია ლაგოდეხის, ვაშლოვანის, თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის ნაკრძალები.

ლაგოდეხის რაიონი
ლაგოდეხი ცნობილია არაჩვეულებრივი ბუნებრივი სილამაზით, მდინარეების ფართო ქსელითა და ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით და უნიკალურობით.

ლაგოდეხის მუნიციპალტეტი მდიდარია ნაყოფიერი ნიადაგებით. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მიწის ფონდიდან სასოფლო-სამეურნეო სავარგული შეადგენს 89,021 ათას ჰა-ს. აქედან სახნავია 24.9 ათასი ჰა. სათიბ-საძოვარია 33 ათასი ჰა. ტყესა და ბუჩქნარს უკავია 33.6 ათასი ჰა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხე-ტყის რესურსი წარმოდგენილია 35.5 ათასი ჰა. ფართობზე, აქედან ბუჩქნარით დაფარულია 3200 ჰა. ფართობი.

ძირითადი ტყის შემქმნელი სახეობებია:

1. მაგარმერქნიანი ფოთლოვანები (წიფელი, მუხა, რცხილა, წაბლი, ჯაგრცხილა, აკაცია, ნეკერჩხალი, იფანი, კაკალი, თელა).
2. რბილმერქნიანი ფოთლოვნები (მურყანი, არყი, ვერხვი, ცაცხვი, ვერხვი კანადის, ტირიფი ხისებრი, ლაფანი).



“ხოლო ქვეყანა ესე ფრიად ნაყოფიერი ყოვლითა მარცვლითა, ვენახითა, ხილითა, პირუტყვითა, ნადირითა, ფრინველითა და თევზითა... ხოლო კაცნი და ქალნი შვენიერნი, ჰაეროვანნი, ამაყნი, მეხოტბენი, დიდმთქმელნი, მეჩხუბარნი, შემმართებელნი....”

ვახუშტი ბაგრატიონი


 

ტური - თბილისი - უჯარმა- ახალი და ძველი შუმთა - იყალთო - ალავერდი - თელავი - გრემი - ნეკრესი  - თბილისი
სახეობა : კულტურული, შემეცნებითი.
სტატუსი : სტანდარტი
ხანგძლიობა: 10 - 11დღე
სატრანსპორტო საშუალება: მსუბუქი ავტომანქანა, მიკრო-ავტობუსი, ავტობუსი - კმ.
მანძილი: 350 კმ.
ფასი - 43  ლარი (ფასში შედის : ტრანსპორტის გადასახადი, გიდის მომსახურეობა, ესამჯარადი კვება, განთავსება სასტუმროში)
  1. ციხე-ქალაქი უჯარმა. მისი დაარსება მომდინარეობს მეფე ასფატურის მეფობიდან ( III საუკუნე. ახ წ.) მემეტიანეს სიტყვებით უჯარმა განუახლებია და ხელმეორედ აუშენებია V ს-ში ვახტანგ გორგასალს. უჯარმა X საუკუნის დასაწყისში არაბ დამპყრობლებს დაუნგრევიათ, ხოლო XII საუკუნეში უჯარმა კვლავ აღუდგენია მეფე გიორგი III-ეს (1156 - 1184წ.წ) და თავის განძთსაცავად უქცევია. ციხე-სიმაგრე აგებულია მდ. ივრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე მაღალ გორაზე და წარმოადგენდა იორის ვიწრო გასასვლელის ჩამკეტ კარიბჭეს. უჯარმის გორგასლის ციხის ნანგრევები დღესაც ანცვიფრებს მნახველებს თავისი გრანდიოზულობითა და სილამაზით.
  2. ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტრის სახელი მის ადგილმდებარეობას უკავშირდება. მონასტერს სამი მხრიდან მთები არტყია გარს, თავად კი მთათაშუა მდებარე ვაკეზეა აგებული. ახალი შუამთის დედათა მონასტრის დაარსება კახეთის მეფის ლეონის (1520 - 1574წწ.) მეუღლის - თინათინის სახელთანაა დაკავშირებული. გადმოცემის თანახმად, ახლადჯვარდაწერილ სამეფო წყვილს დღევანდელი მონასტრის ადგილას შემოაღამდათ, დედოფალს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი შინდის ხის ქვეშ დაუსვენებია, ხატი მანამდე ვერ დაუძრავთ ადგილიდან, სანამ დედოფალს ამ ადგილას მონასტრის დაარსება არ უბრძანებია.
  3. ველი შუამთა , ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი,  ქრისტიანული არქიტექტურის ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუში საქართველოშიძველი შუამთის სამონასტერო კომპლექსი ტყით დაფარულ მთებს შუა ვაკე ადგილას მდებარეობს. მონასტრის სამი ეკლესია ალაზნის ველის ზემო კალთაზეა შეფენლი. მონასტრის ტერიტორიაზე საკულტო არქიტექტურული ძეგლებია თავმოყრილი. არსებულ ძეგლთა შორის ყველაზე ადრინდელი V საუკუნის შუა ხანებით დათარიღებული სამნავიანი ბაზილიკაა.. VII საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია, VII საუკუნის მცირე გუმბათოვანი ეკლესია. კომპლექსში შედის სამრეკლო და სხვა ნაგებობანი.
  4. იყალთო, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა VI საუკუნეში.სამონასტრო კომპლექსის ტერირორიაზე სამი ეკლესიაა: VI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია; უფრო მომცრო, IX საუკუნით დათარიღებული გუმბათიანი ეკლესია და XII-XII საუკუნეების ერთნავიანი სამლოცველო. აქვეა სახელგანთქმული აკადემიის ნანგრევები.  იყალთო ქართული კულტურისა და განათლების მძლავრი კერა იყო. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია. ჩვენამდე მოღწეულია აქაური ხელნაწერები, რომლებიც შედარებით გვიანდელი ხანისა და იყალთოს აკადემიის შესახებ ცნობებს არ შეიცავს.
  5. ალავერდი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი.ეკლესია აშენებისთანავე მოუხატავთ, კედლის მხატვრობა აქ დღემდეა შემორჩენილი. ალავერდის კათედრალს XVII-XVIII საუკუნეების გალავანი ევლება გარს.  აქვს გალავანი (XVII-XVIII სს.), გაერთიანებულია სხვადასხვა დროის ნაგებობები.გალავნის ფარგლებშია მოქცეული კახეთში ირანის შაჰის ნაცვალის (1616-1623), ფეიქარ-ხანის სასახლე - ორსართულიანი პალატი, სადაც სატრაპეზო და სამრეკლო ყოფილა. გალავანს გარეთ მრგვალი კოშკებით გამაგრებული აბანოა აგებული. აღმოჩენილია უძველესი ორმოცქვევრიანი მარნის ნაშთები. აღდგენილი მარნის ტერიტორიაზე კვლავ გრძელდება ღვინის დამზადების ტრადიცია. ისხმევა როგორც კახური, ასევე ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული სამონასტრო ღვინო; ფუნქციონირებს ღვინის მცირე ქარხანა.
  6. გრემი -გრემის ტერიტორიაზე პირველი დასხლება, სავარაუდოდ, გვიანი ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა, თუმცა მისი როგორც სტრატეგიულად და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ქალაქის ისტორია მას შემდეგ დაიწყო რაც კახეთის პირველმა მეფემ - გიორგიმ (1466 -1476წწ.), გრემი კახეთის დედაქალაქად აქცია. არქიტექტურულ ძეგლთა ნაწილი დღემდეა შემორჩენილი. ცენტრში, ამაღლებულ ადგილას აღმართულია შუასაუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ტაძარი - მიქელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა ეკლესია, აგებული ლევან კახთა მეფის (1518-1574წწ.) მიერ. ამავე პერიოდისაა ტაძრის მოხატულობა, აქვე უნდა იყოს მეფის სამარხიც. ეკლესიის გვერდით დგას სამსართულიანი არქაული ფორმის სასახლე, ზემოდან დაშენებული სამრეკლოთი. შეინიშნება მარნები, საწნახელი და სხვა სამეურნეო ნაგებობათა ნაშთები.
  7. ნეკრესი, ისტორიული ქალაქი,  დააარსა მეფე ფარნაჯომმა (ძვ. წ. II-I სს.). IV საუკუნეში მეფე თრდატმა აქ ააგო ეკლესია, სადაც VI საუკუნეში დამკვიდრდა ერთი ასურელი მამათგანი - აბიბოსი. მის დროს დაარსდა ნეკრესის საეპისკოპოსო (იარსება XIX საუკუნამდე). ნეკრისს იმთავითვე მიეცა დიდი მნიშვნელობა. აქედან ვრცელდებოდა ქართლის პოლიტიკური და კულტურული გავლენა აღმოსავლეთ კავკასიონის მთიანეთზე. ნეკრესის საეპისკოპოსოს ეპარქიაში, შედიოდა არა მხოლოდ გაღმამხარი, არამედ დაღესტნის ნაწილიც (დიდოეთი).  ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლს აერთიანებს, რომელთაგან IV საუკუნის II ნახევრის მცირე ზომის ბაზილიკა ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეული ეკლესიათაგან.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 307- 007
ან მოგვწერეთ: ეს ელ-ფოსტის მისამართი დაცულია სპამ-რობოტებისაგან, მის სანახავად ჩართული უნდა გქონდეთ Javascript

 

Share