|
|
|||
|---|---|---|---|
![]() |
![]() |
![]() |
|
ტერიტორიის ფართობი – 11379 კმ2
ადმ. ცენტრი – თელავი
მანძილი თბილისიდან - 98 კმ
კლიმატი – ჰავა სუბტროპიკული
ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 13 C.
ნალექების რაოდენობა - 400-800 მმ.
წყლის ძირითადი არტერიები: მდ. ალაზანი (351 კმ). მსხვილი შენაკადებიდან აღსანიშნავია: ილტო (43 კმ), ხოდაშნისხევი (31 კმ), სტორი (38 კმ). მდინარე იორი (320 კმ).
კახეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა. მას ორ ნაწილად ჰყოფს ცივ-გომბორის ქედი, საიდანაც დასავლეთით ივრის, აღმოსავლეთით კი ალაზნის ველის იშვიათი ბუნებრივი სანახაობა იშლება, ხოლო მისი ბუნებრივი ლანდშაფტის მრავალფეროვნების დამაგვირგვინებელია ლაგოდეხის, ვაშლოვანის, თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის ნაკრძალები.
კახეთის მხარე მდიდარია ისტორიული ძეგლებით. აქ განთავსებულია საქართველოში არსებული ხუროთმოძღვრული ძეგლების 2/3, მათ შორისაა: ძველი შუამთის (V-VII სს.) და ახალი შუამთის (XVI ს.) მონასტრები, იყალთოს სამონასტრო კომპლექსი (XI-XII სს.), ბახტრიონის ციხე-გალავანი (XII ს.), ალავერდის ანსამბლი (XI ს.), მატნის ცხრაკარის მონასტერი (V ს.), გრემის მთავარანგელოზის ტაძარი (1565 წ.), ნეკრესის სამონასტრო ანსამბლი (IV-IX სს.), დავით გარეჯის სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი (VI ს.), უჯარმის ციხე-ქალაქი (VI ს), ბოდბის გამოქვაბულთა კომპლექსი (XI-XIII სს.), წმ. ნინოს სამონასტრო კომპლექსი, ხირსის მონასტერი, თამარის ციხე (შუა საუკუნეები), სიღნაღის ციხე (შუა საუკუნეები), ხორნაბუჯის ციხე (ადრეული შუა საუკუნეები) და სხვ.
“ხოლო ქვეყანა ესე ფრიად ნაყოფიერი ყოვლითა მარცვლითა, ვენახითა, ხილითა, პირუტყვითა, ნადირითა, ფრინველითა და თევზითა... ხოლო კაცნი და ქალნი შვენიერნი, ჰაეროვანნი, ამაყნი, მეხოტბენი, დიდმთქმელნი, მეჩხუბარნი, შემმართებელნი....”
ვახუშტი ბაგრატიონი

|
მარშრუტი - მარტყოფის ღვთაების მონასტერი - დავით გარეჯი სახეობა : კულტურულ, შემეცნებითი სატრანსპორტო საშუალება: მსუბუქი ავტომანქანა, მიკრო-ავტობუსი, ავტობუსი. ხანგძლიობა: 1 დღე ფასი : 38 ლარი (ფასში შედის : ტრანსპორტის გადასახადი, გიდის მომსახურეობა, ერთჯერადი კვება)
1. მარტყოფის ღვთაების სავანე მრავალჯერ აკლებული არაბებისაგან, მონღოლებისაგან, სპარსელებისაგან, ოსმალებისაგან, ლეკებისაგან, კომუნისტებისაგან, მაგრამ მაინც აღდგენილი და გამშვენიერებული, სადაც V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა ეკლესია ააგო, ხოლო VI საუკუნეში დამკვიდრდა ერთ ერთი 13 ასურელი მამათაგან - წმ. ანტონ მარტყოფელი. აქვე, მაღალ მთაზე აღმართულია მამა ანტონის სვეტიც, რომელსაც ხალხი „მამა ანტონის კოშკს“ უწოდებს. აქედან მოჩანს თბილისი და მისი შემოგარენი, ლამის მთელი გარეკახეთიც. ამ სვეტზე, გადმოცემის მიხედვით, ბოლო თხუთმეტი წელი გაუტარებია მამა ანტონს ლოცვაში.
2. დავით გარეჯის მონასტერი — მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი, ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსია. დავითის ლავრა - კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის დავითის მიერ. იგი დავითგარეჯის კომპლექსის მრავალი ასეული გამოქვბული სენაკი, ეკლესია, სამლოცველო და სატრაპეზო კლდეშია ნაკვეთი. მონასტრის საერთო კომპლექსში შედის დავითის მოწაფეების - წმ. ილარიონისა და წმ. დოდოს მიერ უდაბნოს მთის ჩრდილოეთით დაარსებული ორი მონასტერიც - დოდოს რქა და ნათლისმცემელი. უფრო გვიან არის დაარსებული დანარჩენი სამი მონასტერი - უდაბნო, ჩიჩხიტური და ბერთუბანი. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 307- 007 |