ტერიტორიის ფართობი – 11379 კმ2
ადმ. ცენტრი
– თელავი
მანძილი თბილისიდან
- 98 კმ
კლიმატი
– ჰავა სუბტროპიკული
ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა
13  C.
ნალექების რაოდენობა
- 400-800 მმ.
წყლის ძირითადი არტერიები
: მდ. ალაზანი (351 კმ). მსხვილი შენაკადებიდან აღსანიშნავია: ილტო (43 კმ), ხოდაშნისხევი (31 კმ), სტორი (38 კმ).   მდინარე იორი (320 კმ).

კახეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა. მას ორ ნაწილად ჰყოფს ცივ-გომბორის ქედი, საიდანაც დასავლეთით ივრის, აღმოსავლეთით კი ალაზნის ველის იშვიათი ბუნებრივი სანახაობა იშლება, ხოლო მისი ბუნებრივი ლანდშაფტის მრავალფეროვნების დამაგვირგვინებელია ლაგოდეხის, ვაშლოვანის, თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის ნაკრძალები.

კახეთის მხარე მდიდარია ისტორიული ძეგლებით. აქ განთავსებულია საქართველოში არსებული ხუროთმოძღვრული ძეგლების 2/3, მათ შორისაა: ძველი შუამთის (V-VII სს.) და ახალი შუამთის (XVI ს.) მონასტრები, იყალთოს სამონასტრო კომპლექსი (XI-XII სს.), ბახტრიონის ციხე-გალავანი (XII ს.), ალავერდის ანსამბლი (XI ს.), მატნის ცხრაკარის მონასტერი (V ს.), გრემის მთავარანგელოზის ტაძარი (1565 წ.), ნეკრესის სამონასტრო ანსამბლი (IV-IX სს.), დავით გარეჯის სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი (VI ს.), უჯარმის ციხე-ქალაქი (VI ს), ბოდბის გამოქვაბულთა კომპლექსი (XI-XIII სს.), წმ. ნინოს სამონასტრო კომპლექსი, ხირსის მონასტერი, თამარის ციხე (შუა საუკუნეები), სიღნაღის ციხე (შუა საუკუნეები), ხორნაბუჯის ციხე (ადრეული შუა საუკუნეები) და სხვ.

კახეთის მევენახეობის ისტორია ძვ. წ. აღ. VI ათასწლეულიდან იწყება. არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ყურძნის წიპწები სწორედ ამ ასაკისაა და ისინი უძველესია მსოფლიოში, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველო - ვაზის სამშობლოა.
მეცნიერთა აზრით, თავად სიტყვა - "ღვინო" ("vin", "wine", "vine" და სხვ.) ქართული წარმოშობისაა. მსოფლიოში ცნობილი 2000 ყურძნის ჯიშიდან 500 ქართულია.
არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის ნაკეთობანი, უძველესი საწნახელები, მარნები, თიხისა და მეტალისგან დამზადებული ღვინის სასმისები და სხვ. აღმოჩენილია ჩვ.წ.-მდე IX-VII სს. დათარიღებული ღვინის მსმელი კაცის ფიგურა, რომელიც აგრეთვე ნაყოფიერების სიმბოლოცაა. ყურადღებას იქცევს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოსაგან დამზადებული ღვინის სასმისები, შემკული ძვირფასი თვლებითა და ვაზის გამოსახულებით..
ვაზის კულტურასთან არის დაკავშირებული საქართველოში ქრისტიანული რელიგიის გავრცელება, ვაზის ჯვრით შემოვიდა საქართველოში წმინდა ნინო და იქადაგა ქრისტიანობა. ქართულ ტაძრებს ხშირად ამშვენებს ვაზის გამოსახულებანი.
ქართულ ეკლესია-მონასტრებში არსებობდა პრიმიტიული ღვინის ქარხნები, აქ დღესაც შეხვდებით მარნებსა და საწნახელებს. აღსანიშნავია ნეკრესში აღმოჩენილი IV საუკუნის მარანი, იყალთოს სამონასტრო კომპლექსში არსებული ღვინის ქარხნის ნაშთები. ალავერდის კათედრალის ტერიტორიაზე აღმოჩენილია უძველესი ორმოცქვევრიანი მარანი, სამონასტრო ღვინის დამზადების ტრადიცია აქ დღესაც გრძელდება.
ყვარლის რაიონში მდებარეობს უნიკალური ღვინის საცავი, რომელიც კლდეში ნაკვეთ გვირაბშია განთავსებული. გვირაბის სიგრძე 13,5 კმ-ს შეადგენს. საცავის წელიწადის ყველა დროს ინარჩუნებს მუდმივ ტემპერატურას 14-დან 16-გრადუსამდე, რაც იდეალურია ღვინის დაძველებისათვის. საცავში დღემდე აძველებენ ქართულ სამარკო ღვინოებს.
როგორც ისტორიული, ასევე არქიტექტურული თვალსაზრისით, აღსანიშნავია ალ. ჭავჭავაძის მამულში მდებარე XIX საუკუნეში აგურით ნაგები ენოთეკა თავისი უძვირფასესი ღვინოების კოლექციით. კოლექციის ყველაზე ძველი სასმელი - "პოლონური თაფლი", 1814 წლით თარიღდება.

 


“ხოლო ქვეყანა ესე ფრიად ნაყოფიერი ყოვლითა მარცვლითა, ვენახითა, ხილითა, პირუტყვითა, ნადირითა, ფრინველითა და თევზითა... ხოლო კაცნი და ქალნი შვენიერნი, ჰაეროვანნი, ამაყნი, მეხოტბენი, დიდმთქმელნი, მეჩხუბარნი, შემმართებელნი....”

ვახუშტი ბაგრატიონი

 

მარშრუტი - თბილისი - ნინოწმინდა - დავით გარჯი - ბოდბის მონასტერი - სიღნაღი - გურჯაანის ყველაწმინდა - ყვარელი - ნეკრესი - ალავერდი - იყალთო - ძველი და ახალი შუმთა - თბილისი
სახეობა
: კულტურული, შემეცნებითი.
სატრანსპორტო საშუალება: მსუბუქი ავტომანქანა, მიკრო-ავტობუსი, ავტობუსი.
ხანგძლიობა: 2 დღე, ერთი ღამე.
განთავსება: სიღნაღის საოჯახო სასტუმრო , სასტუმრო.
კვება : სამჯერადი
მანძილი : სულ 480 კმ
ფასი - 95 ლარი (ფასში შედის : ტრანსპორტის გადასახადი, გიდის მომსახურეობა, ესამჯარადი კვება, განთავსება სასტუმროში)

1. ნინოწმინდის სამონასტრიო ანსაბლი თავისი ორიგინალობით, ქართული არქიტექტურის გამორჩეული ძეგლია. ნინოწმინდის ტეტრაკონქი ქართულ არქიტექტურაში ითვლება, ყველაზე უძველეს VI საუკუნის პირველი ნახევრის, ჯვრის ტიპის ეკლესიად. იგი უფრო უხნესია, ვიდრე მცხეთის ჯვრის მონასტერი. ნინოწმინდა ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ტაძარია, მცხეთის სვეტიცხოვლის შემდეგ, ნინოწმინდაში შემორჩენილია გალავანშემოვლებული სამონასტრო კომპლექსი-ტაძარი, აგურის ოთხსართულიანი სამრეკლო (მე-17 საუკუნე) მიტროპოლიტ საბა ტუსიშვილის ორსართულიანი სასახლე (1774-77) და სხვა ნაგებობათა ნანგრევები.

2. დავით გარეჯის მონასტერი — მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი, ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსია. დავითის ლავრა - კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის დავითის მიერ. იგი დავითგარეჯის კომპლექსის მრავალი ასეული გამოქვბული სენაკი, ეკლესია, სამლოცველო და სატრაპეზო კლდეშია ნაკვეთი. მონასტრის საერთო კომპლექსში შედის დავითის მოწაფეების - წმ. ილარიონისა და წმ. დოდოს მიერ უდაბნოს მთის ჩრდილოეთით დაარსებული ორი მონასტერიც - დოდოს რქა და ნათლისმცემელი. უფრო გვიან არის დაარსებული დანარჩენი სამი მონასტერი - უდაბნო, ჩიჩხიტური და ბერთუბანი.

3. ბოდბის მონასტერი, წმ. ნინოს სახელობის სამონასტრო კომპლექსი აგებულია ქართველთა განმანათლებლის წმ. ნინოს დაკრძალვის ადგილზე. სწორედ ამის გამო მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ბოდბის მონასტერს დიდ ყურადღებას აქცევდნენ ქართველი მეფეები. იგი მრავალჯერ იქნა შკეთებული და რესტავრირებული. XVII-XVIII ს-ში ბოდბის მონასტერი მნიშვნელოვანი მწიგნობრული კერა იყო. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობარნი ზაქარია ბოდბელი (XVII ს.),იოანე მაყაშვილი (1743-1837) და სხვები. ბოდბის სამონასტრო კომპლექსში შედის სამრეკლო და მონაზონთა სენაკები, აგრეთვე წმინდა ნინოს წყარო, რომელსაც მორწმუნეები სამკურნალო თვისებებს ანიჭებენ.

4. ქ . სიღნაღი — ქალაქის მდებარეობა შემაღლებულ ადგილას მოსახერხებელი იყო თავდაცვითი მიზნებისთვის. ქალაქის გალავანში მოწყობილი იყო კარიბჭეები მის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სწრაფი შეხიზნისთვის. სიღნაღი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომლის მომხიბვლელობას განაპირობებს, როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხუროთმოძღვრული სახე, ისევე ბუნებრივი მდებარეობა: განლაგებულია მაღალბორცვიან ადგილას და გადაჰყურებს ალაზნის ველის გაშლილ სივრცესა და კავკასიონის ქედებს. სიღნაღი თელავის მსგავსად მეფისეულ მამულად ითვლებოდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ქიზიყში საერთოდ არ ყოფილა ბატონყმობა.

5. გურჯაანის ყველაწმინდა ადრეული შუასაუკუნეების ხუროთმოძღვრებაში გურჯაანის ყველაწმინდა საქართველოში ერთადერთი ორგუმბათიანი ეკლესიაა, რომელსაც ბაზილიკად მიიჩნევენ. საშენ მასალად გამოყენებულია ქვა და აგური. ტაძარი გამოირჩევა რთული არქიტექტურული სტრუქტურით და გარდამავალი ხანის საკულტო ხუროთმოძღვრების სანიმუშო ძეგლადაა მიჩნეული. მისი აგების თარიღად VIII ს. მიწურული მიიჩნევა. როგორც თითქმის ყველა ქართულ ძეგლს, გურჯაანის ყოვლადწმიდასაც რამდენიმე ლეგენდა უკავშირდება. ამბობენ, რომ აქ დაბრძანებული ყოფილა ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც შაჰ–აბასის შემოსევის დროს ტაძრიდან გაპარულა.

7. ნეკრესი, ისტორიული ქალაქი, დააარსა მეფე ფარნაჯომმა (ძვ. წ. II-I სს.). IV საუკუნეში მეფე თრდატმა აქ ააგო ეკლესია, სადაც VI საუკუნეში დამკვიდრდა ერთი ასურელი მამათგანი - აბიბოსი. მის დროს დაარსდა ნეკრესის საეპისკოპოსო (იარსება XIX საუკუნამდე). ნეკრისს იმთავითვე მიეცა დიდი მნიშვნელობა. აქედან ვრცელდებოდა ქართლის პოლიტიკური და კულტურული გავლენა აღმოსავლეთ კავკასიონის მთიანეთზე. ნეკრესის საეპისკოპოსოს ეპარქიაში, შედიოდა არა მხოლოდ გაღმამხარი, არამედ დაღესტნის ნაწილიც (დიდოეთი). ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლს აერთიანებს, რომელთაგან IV საუკუნის II ნახევრის მცირე ზომის ბაზილიკა ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეული ეკლესიათაგან.

8. გრემის ტერიტორიაზე პირველი დასხლება, სავარაუდოდ, გვიანი ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა, თუმცა მისი როგორც სტრატეგიულად და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ქალაქის ისტორია მას შემდეგ დაიწყო რაც კახეთის პირველმა მეფემ - გიორგიმ (1466 -1476წწ.), გრემი კახეთის დედაქალაქად აქცია. ამაღლებულ ადგილას აღმართულია შუასაუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ტაძარი - მიქელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა ეკლესია, აგებული ლევან კახთა მეფის (1518-1574წწ.) მიერ. ამავე პერიოდისაა ტაძრის მოხატულობა, აქვე უნდა იყოს მეფის სამარხიც. ეკლესიის გვერდით დგას სამსართულიანი არქაული ფორმის სასახლე, ზემოდან დაშენებული სამრეკლოთი.

9. ალავერდი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი. ეკლესია აშენებისთანავე მოუხატავთ, კედლის მხატვრობა აქ დღემდეა შემორჩენილი. ალავერდის კათედრალს XVII-XVIII საუკუნეების გალავანი ევლება გარს. გალავანს გარეთ მრგვალი კოშკებით გამაგრებული აბანოა აგებული. აღმოჩენილია უძველესი ორმოცქვევრიანი მარნის ნაშთები. აღდგენილი მარნის ტერიტორიაზე კვლავ გრძელდება ღვინის დამზადების ტრადიცია.

10. ძველი შუამთა , ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, ქრისტიანული არქიტექტურის ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუში საქართველოშიძველი შუამთის სამონასტერო კომპლექსი ტყით დაფარულ მთებს შუა ვაკე ადგილას მდებარეობს. მონასტრის სამი ეკლესია ალაზნის ველის ზემო კალთაზეა შეფენლი. მონასტრის ტერიტორიაზე საკულტო არქიტექტურული ძეგლებია თავმოყრილი. არსებულ ძეგლთა შორის ყველაზე ადრინდელი V საუკუნის შუა ხანებით დათარიღებული სამნავიანი ბაზილიკაა.. VII საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია, VII საუკუნის მცირე გუმბათოვანი ეკლესია. კომპლექსში შედის სამრეკლო და სხვა ნაგებობანი

11. იყალთო, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა VI საუკუნეში.სამონასტრო კომპლექსის ტერირორიაზე სამი ეკლესიაა: VI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია; უფრო მომცრო, IX საუკუნით დათარიღებული გუმბათიანი ეკლესია და XII-XII საუკუნეების ერთნავიანი სამლოცველო. აქვეა სახელგანთქმული აკადემიის ნანგრევები. იყალთო ქართული კულტურისა და განათლების მძლავრი კერა იყო. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია. ჩვენამდე მოღწეულია აქაური ხელნაწერები, რომლებიც შედარებით გვიანდელი ხანისა და იყალთოს აკადემიის შესახებ ცნობებს არ შეიცავს.

12. ბატონის ციხე და გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, დაარსდა 1927 წელს, როგორც მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. 1935 წელს გადაკეთდა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმად. მუზეუმი მოთავსებულია მეფე ერეკლე II-ის ყოფილი სასახლის რამდენიმე დარბაზში. აქვს სხვადასხვა პერიოდები განყოფილებები. სამუზეუმო კომპლექსში "ბატონის ციხის" სახელწოდებით შედის : "კახთ მეფეთა სასახლე" (აგებულია 1884-1886 წწ.), მეფის კარის ეკლესიები, ერეკლეს მიერ XVIIIს-ის 50-იან წლებში დაარსებული ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო სკოლის ნაგებობის ნაშთები, მეფის აბანო.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 307- 007
ან მოგვწერეთ: ეს ელ-ფოსტის მისამართი დაცულია სპამ-რობოტებისაგან, მის სანახავად ჩართული უნდა გქონდეთ Javascript

Share