|
|
|||
|---|---|---|---|
![]() |
![]() |
![]() |
|
ტერიტორიის ფართობი – 6.8 ათასი კმ 2
ადმინისტრაციული ცენტრი – მცხეთა
მანძილი ადმინისტრაციულ ცენტრსა და თბილისს შორის – 24 კმ.
კლიმატი – ზომიერად ნოტიო ჰავა. მკვეთრად განსხვავებულია მაღალმთიან ზონაში (ყაზბეგის რაიონი). წლის საშუალო ტემპერატურაა 5 C.
საშუალო წლიური ტემპერატურაა – 10-12 C.იანვრის საშუალო ტემპერატურაა 0-2 C, ხოლო ივლისის 24-28 C,
წყლის ძირითადი არტერიები: არაგვი, მტკვარი, თერგი, იორი.
მცხეთა მთიანეთის მხარე მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების შიდა ქართლის, ერწო-თიანეთის, ფშავის, ხევსურეთის, მთიულეთის, გუდამაყრის, ქსნისხევის ტერიტორიებს.
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:
1. ახალგორის მუნიციპალიტეტი;
2. დუშეთის მუნიციპალიტეტი;
3. თიანეთის მუნიციპალიტეტი;
4. მცხეთის მუნიციპალიტეტი;
5. სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტი.
„ ხოლო მცხეთოს, რომელი უგმირე იყო ძმათა მისთა, ესე დარჩა საყოფელთა მამისა მათისა ქართლოსისათა, რომელსა აწ ჰქჳან არმაზი. და მან-ვე აღაშენა ქალაქი შესაკრებელსა შორის მთკურისა და არაგჳსასა, და უწოდა სახელი თჳსი მცხეთა “
ლეონტი მროველი

|
ექსკურსია - ზედაზენი მარშრუტი - თბილისი - ჯვარის მონასტერი - საგურამო - ზედაზენი - თბილისი სახეობა : კულტურული, შემეცნებითი. სატრანსპორტო საშუალება: მსუბუქი ავტომანქანა, მიკრო-ავტობუსი, ავტობუსი. ხანგძლიობა: 6 - 7 სთ მანძილი: 70 კმ. ფასი - 28 ლარი (ფასში შედის : ტრანსპორტის გადასახადი, გიდის მომსახურეობა, ერთჯერადი კვება) ჯვრის მონასტერი — VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით, მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის წვერზე. შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
ზედაზნის მონასტერი - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მცხეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, არაგვის მარცხენა ნაპირზე, საგურამოს ქედზე. ადრეულ ეპოქაში აქ აღმართული ყოფილა ზადენის კერპი, რომლის ადგილას VI საუკუნის 40-იან წლებში ასურელ მამას იოანეს ქართული მონასტერი დაუარსებია. XIX საუკუნეში ზედაზნის მონასტერში მოღვაწე ერთ-ერთ ქართველ მწიგნობრის მიქაელ წინამძღვრის ინიციატივით დაიწერა იოანე ზედანელის ცხოვრების მეტაფრასული რედაქცია. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 307- 007 |