მხარის ზოგადი დახასიათება

გეოგრაფიული მონაცემები - ქვემო ქართლი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთ ნაწილში. განლაგებულია ნახევრად უდაბნო, მშრალი სუბტროპიკული და მაღალმთიანი ალპური ზონის საზღვრებში.საშუალო წლიური ტემპერატურა მხარეში შეადგენს:
წლიური – 15,3 C
იანვრის – 4 C
ივლისის – 25,2 C
რეგიონი მდიდარია მდინარეებით. ისინი ძირითადად ქცია-ხრამისა და ალგეთის აუზებს მიეკუთვნებიან. მათი რიცხვი 2422-ს აღწევს, საერთო სიგრძე – 6980 კმ-ია. მათგან აღსანიშნავია მდინარეები – ხრამი, ალგეთი, მაშავერა, დებედა, ყარაბულახი, აგრიჩაი, ბოლნისი.
ქვემო ქართლის ტერიტორიაზე მდებარეობს შემდეგი ტბები: ჯანდარის, წურბლიანის, არყიანის, ბარეთისა და გრძელი ტბები. თითოეულ მათგანში საშუალოდ წყლის მოცულობა 1 მლნ კუბ.ლიტრს  შეადგენს.

ტერიტორია და საზღვრები - რეგიონის საერთო ფართობი შეადგენს 6901 კვ.კმ-ს, რაც საქართველოს ტერირიტორიის 10%-ს შეადგენს.

ქვემო ქართლს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება კახეთი, ჩრდილოეთიდან _ შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი, დასავლეთით – სამცხე-ჯავახეთი, ხოლო სამხრეთით სომხეთი და აზერბაიჯანი.

მხარე იყოფა 7 ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულად, ესენია:

თვითმართველი ერთეული ქალაქი რუსთავი;

გარდაბნის მუნიციპალიტეტი;
ბოლნისის მუნიციპალიტეტი;
მარნეულის მუნიციპალიტეტი;
დმანისის მუნიციპალიტეტი;
თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი;
წალკის მუნიციპალიტეტი.

სულ ქვემო ქართლში 1 თვითმართველი ქალაქია, 6 მუნიციპალიტეტი, 2 დაბა და 121 საკრებულო, რომლებიც 363 სოფელს აერთიანებს.

ქვემო ქართლი საქართველოს ძირძველი ბუნებრივი სიმდიდრითა და სილამაზით გამორჩეული მხარეა. აქ წარმოდგენილია სამხრეთ საქართველოს ვულკანური წარმოშობის მთებისა და ზეგნების უმშვენიერესი ლანდშაფტი, ვრცელი ველებისა და წინაალპური მთების შეხამება ნახევრადუდაბნოდან და მშრალი სუბტროპიკული ზონიდან ალპურ ზონამდე თბილი კლიმატით, რბილი ჰავით, განუმეორებელი სიმწვანით, ტყეებით, ანკარა მდინარეებითა და ტბებით, უხვი ნადირითა და თევზით, მრავალი საკურორტო ადგილით, მინერალური და თერმული წყლებით.

ქვემო ქართლს დიდი და უძველესი ისტორია გააჩნია. აქ გაიარა კაცობრიობის ისტორიის ყველა პერიოდმა. აქ შეიქმნა უბრწყინვალესი თრიალეთის ყორღანების დიდი კულტურა, რომელიც უფრო ძველია ვიდრე ლეგენდარული კოლხეთი და მასთან დაკავშირებული მითი არგონავტებზე. მხარეში შეხვდებით V-VI საუკუნეებისა და მის შემდგომ პერიოდში ნაგებ და კარგად შემონახულ ისტორიულ ძეგლებს, აქ დღემდე შემორჩენილია ძველი წელთაღრიცხვის პირველ ათასწლეულში ჩასახული ნაქალაქარი და სხვა ღირსშესანიშნაობები.

მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო და განსაკუთრებულ არქეოლოგიურ აღმოჩენად ითვლება პირველყოფილი ადამიანის ადგილსამყოფელისა და თვით ადამიანის ნაშთების აღმოჩენა დმანისის ნაქალაქარზე. სპეციალისტების მიერ დადგინდა, რომ დმანისელი ჰომინიდი ამ ტერიტორიაზე ბინადრობდა 1,8 მილიონი წლის წინათ და იგი ევროპასა და აზიაში უძველესია.

ქართული ეპიგრაფიკის უძველესი ნიმუში შემოგვინახა ბოლნისის სიონის ტაძარმა და იგი V საუკუნით თარიღდება. სულ ქვემო ქართლში 650-ზე მეტი ისტორიული ძეგლია, რომელთა შორის 300-მდე ტურისტულ მარშრუტებშია ჩართული.

 

 






ბეთანია & მანგლისი
სახეობა : კულტურული, შემეცნებითი.
სატრანსპორტო საშუალება:
მსუბუქი ავტომანქანა, მიკრო-ავტობუსი, ავტობუსი.
ხანგძლიობა: 6 - 7 სთ
მანძილი: 80 კმ. ერთი მიმართულებით.
ფასი - 28  ლარი
(ფასში შედის : ტრანსპორტის გადასახადი, გიდის მომსახურეობა, ესამჯარადი კვება, განთავსება სასტუმროში)

1. ბეთანია, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი. აგებულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე. მონასტერი ორი ეკლესიისგან შედგება. წმინდა გიორგის სახელობის მცირე ბაზილიკა 1196 წელსაა აშენებული. მთავარი ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისაა და XII-XIII საუკუნეებშია აშენებული. ტაძარში დაცულია კედლის მხატვრობა, რომელიც ქართული მონუმენტური მხატვრობის შესანიშნავ ნიმუშს. რელიგიური შინაარსის სცენების გვერდით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ისტორიულ პირთა - გიორგი III-ის, თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის პორტრეტებს. მოხატულობა შესრულებულია თამარის სიცოცხლეში, გიორგი ლაშას თანამოსაყდრედ გამოცხადების ხანაში, დაახლოებით 1207 წელს. ბეთანიის ეკლესიაში არსებული თამარ მეფის ფრესკა ერთ-ერთია საქართველოში არსებული მისი სამი ფრესკიდან.

2. მანგლისის სიონი — ძველი ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი. მდებარეობს თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისთან.პირველი ეკელსია მანგლისში აშენდა IV საუკუნეში. ამჟამინდელი ტაძარი აშენებულია VI-VII საუკუნეებში. XI საუკუნეში მნიშვნელოვანი რესტავრაცია ჩაუტარდა: გაფართოვდა და დაემატა მოჩუქურთმებული ქვები, ასევე გამოუცვალეს პერანგი. 1850 წელს კვლავ შეაკეთეს, შიგნიდან კედლები შეათეთრეს,რის შედეგადაც, სავარაუდოდ, ბევრი ფრესკა გაქრა. მანგლისის სიონზე უძველესი წარწერებია შემორჩენილი, რომლებიც საკმაოდ ძნელი გასარჩევია. ასევე შემორჩენილია ფრესკების კვალი გუმბათის ყელში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 307- 007
ან მოგვწერეთ: ეს ელ-ფოსტის მისამართი დაცულია სპამ-რობოტებისაგან, მის სანახავად ჩართული უნდა გქონდეთ Javascript


 

Share