ტერიტორიის ფართობი 4.6 ათ. კვ. კმ;
ადმინისტრაციული ცენტრი
ქ. ამბროლაური;
მანძილი
ადმინისტრაციულ ცენტრსა და თბილისს შორის 280კმ;
კლიმატი -
ზომიერი;
წყლის ძირითადი არტერიები: მდ. რიონი, ცხენისწყალი, ლაჯანური

რაჭა ძალიან ბევჯერ გამხდარა უცხოელ მოგზაურთა და მეცნიერთა ყურადღების ღირსი.

მაგალითად: 1772 წელს რაჭაში ოთხი კვირა იმოგზაურა გერმანელმა მეცნიერმა გიულდენშტედტმა, 1868 წელს რაჭას ესტუმრა გერმანელი მეცნიერი ჰაინრიხ კლაფროთი. 1833 წელს რაჭაში ჩამოსულა შვეიცარიელი მეცნიერი დიუბუა დე მონპრე, ხოლო 1847-1848 წწ. ფრანგი მეცნიერი მარი ბროსე.

ყველა მეცნიერს, რომლებმაც იხილეს საქართველოს ეს ერთ-ერთი ულამაზესი მხარე, აქვთ გამოცემული ერთობ საინტერესო ნაშრომები ამ კუთხის შესახებ, სადაც მოხსენებულია რაჭის სიძველეები, კულტურული ძეგლები, ადათ-წესები, ფიზიკურ-გეოგრაფიული აღწერილობა და სხვა.

წიაღისეული სიმდიდრეებიდან მხარეში გვხვდება ქვანახშირი, ბარიტე, ცალკეული ფერადი ლითონი და მრავალი მინერალური წყარო.

მხარის ეკონომიკის ძირითადი დარგი სოფლის მეურნეობაა. სასოფლო სავარგულთა საერთო რაოდენობა 142 ათასი ჰა-ს ტოლია, რომელთაგან სახნავი 7% -მდეა. უფრო მცირეა მრავალწლიანი კულტურებით დაკავებული ფართობები. საძოვრებს მხარეში 114 ათასი ჰა უკავია. ტერიტორიის ნახევარზე მეტი დაფარულია ტყეებით, რომელთა ექსპლოატაციაც მხარის შემოსავლის ერთერთი მნიშვნელოვანი წყაროა.

რაჭა იყოფა ქვემო და ზემო რაჭად. ვინაიდან, ჩვენ ზემო რაჭას ვეხებით, კერძოდ კი მდინარე რიონის ერთ-ერთი შენაკადის მდ. ჯეჯორის ხეობას, ამიტომაც მას მიმოვიხილავთ.


რაჭა მზის კულტის ეპოქაში უნდა წარმოშობილიყო, როდესაც ჩვენი წინაპრები ლეონტი მროველის ცნობით: "იქმნეს მსახურ მზისა და მთოვარისა და ვარსკვლავთა ხუთთა." ამის ერთგვარი დასტურია რაჭული ფერხული, რომლის დროსაც მოცეკვავენი მზის დისკოს მოძრაობის მიმართულებით ბრუნავენ, ხოლო ტექსტი ასეთია: რაშოვ-რა დელი ოდელა….., რაც ნიშნავს რა ეგვიპტურად მზე შოვ- ამოდი, ანუ მზეო ამოდი.

 

 

 


ნიკორწმინდა — გუმბათოვანი ტაძარი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ამავე სახელწოდების სოფელში. დასავლეთის შესასვლელის წარწერის მიხედვით ტაძარი აუგიათ საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის დროს 1010-1014 წლებში.

Share