|
|
|||
|---|---|---|---|
![]() |
![]() |
![]() |
|
ტერიტორიის ფართობი 4.6 ათ. კვ. კმ;
ადმინისტრაციული ცენტრი ქ. ამბროლაური;
მანძილი ადმინისტრაციულ ცენტრსა და თბილისს შორის 280კმ;
კლიმატი - ზომიერი;
წყლის ძირითადი არტერიები: მდ. რიონი, ცხენისწყალი, ლაჯანური
რაჭა ძალიან ბევჯერ გამხდარა უცხოელ მოგზაურთა და მეცნიერთა ყურადღების ღირსი.
მაგალითად: 1772 წელს რაჭაში ოთხი კვირა იმოგზაურა გერმანელმა მეცნიერმა გიულდენშტედტმა, 1868 წელს რაჭას ესტუმრა გერმანელი მეცნიერი ჰაინრიხ კლაფროთი. 1833 წელს რაჭაში ჩამოსულა შვეიცარიელი მეცნიერი დიუბუა დე მონპრე, ხოლო 1847-1848 წწ. ფრანგი მეცნიერი მარი ბროსე.
ყველა მეცნიერს, რომლებმაც იხილეს საქართველოს ეს ერთ-ერთი ულამაზესი მხარე, აქვთ გამოცემული ერთობ საინტერესო ნაშრომები ამ კუთხის შესახებ, სადაც მოხსენებულია რაჭის სიძველეები, კულტურული ძეგლები, ადათ-წესები, ფიზიკურ-გეოგრაფიული აღწერილობა და სხვა.
წიაღისეული სიმდიდრეებიდან მხარეში გვხვდება ქვანახშირი, ბარიტე, ცალკეული ფერადი ლითონი და მრავალი მინერალური წყარო.
მხარის ეკონომიკის ძირითადი დარგი სოფლის მეურნეობაა. სასოფლო სავარგულთა საერთო რაოდენობა 142 ათასი ჰა-ს ტოლია, რომელთაგან სახნავი 7% -მდეა. უფრო მცირეა მრავალწლიანი კულტურებით დაკავებული ფართობები. საძოვრებს მხარეში 114 ათასი ჰა უკავია. ტერიტორიის ნახევარზე მეტი დაფარულია ტყეებით, რომელთა ექსპლოატაციაც მხარის შემოსავლის ერთერთი მნიშვნელოვანი წყაროა.
რაჭა იყოფა ქვემო და ზემო რაჭად. ვინაიდან, ჩვენ ზემო რაჭას ვეხებით, კერძოდ კი მდინარე რიონის ერთ-ერთი შენაკადის მდ. ჯეჯორის ხეობას, ამიტომაც მას მიმოვიხილავთ.

|
ტური მრავალძალში მრავალძალი - XI საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლი რაჭაში. წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია ეკლესია გამოირჩევა განუმეორებელი ბარელიეფებით. მასში რამდენიმე ისტორიული მნიშვნელობის საგანი იყო დაცული (მათ შორის ჯალალ-ედ-დინის მუზარადი და შაჰ აბას I-ის რაჭაში, სოფელ მრავალძალთან, უძველესი დროიდან იყო მონასტერი. სოფლიდან დაახლოებით 3 კილომეტრის დაშორებით, ჭოლევის კლდის დაბოლოებასთან, „ჭიქის ტბის“ ზევით, ახლაცაა შენობათა ხავსმოდებული ნანგრევები, რომელთაც ხალხი "ნაეკლესიევს" უწოდებს. როგორც ჩანს, რაღაც მიზეზის გამო, ბერები აყრილან და კვინწიხის გორის კალთაზე გაუჩაღებიათ სამონასტრო მოღვაწეობა, იქ, სადაც ახლა მრავალძლის წმინდა გიორგის ტაძარია აღმართული. მრავალძალის ეკლესიის აგება სავარაუდოდ ბაგრატ III-ის მიერ 1010 წელს რაჭის საერისთაოს დაარსებას უკავშირდება. ამ დროს რაჭა მთლიანად მოიფინა ახლადაგებული ეკლესია-მონასტრებით, ციხე-სიმაგრეებით, სასახლეებით. მაშინ აიგო რაჭაში ყველა გამორჩეული ეკლესია-მონასტრები: ნიკორწმინდა, პატარა ონი, ზემო კრიხი, ხიმში და მრავალი სხვა. აღსანიშნავია, რომ XIX საუკუნეში ტაძრის გადიდებისას, დასავლეთ კედელზე, ტაძრის კარიბჭის თავზე გამოუსახავთ ხარისა და ძროხის თავები, რომელთა ნახვა დღესაც შეიძლება.
|