|
|
|||
|---|---|---|---|
![]() |
![]() |
![]() |
|
ტერიტორიის ფართობი 4.6 ათ. კვ. კმ;
ადმინისტრაციული ცენტრი ქ. ამბროლაური;
მანძილი ადმინისტრაციულ ცენტრსა და თბილისს შორის 280კმ;
კლიმატი - ზომიერი;
წყლის ძირითადი არტერიები: მდ. რიონი, ცხენისწყალი, ლაჯანური
რაჭა ძალიან ბევჯერ გამხდარა უცხოელ მოგზაურთა და მეცნიერთა ყურადღების ღირსი.
მაგალითად: 1772 წელს რაჭაში ოთხი კვირა იმოგზაურა გერმანელმა მეცნიერმა გიულდენშტედტმა, 1868 წელს რაჭას ესტუმრა გერმანელი მეცნიერი ჰაინრიხ კლაფროთი. 1833 წელს რაჭაში ჩამოსულა შვეიცარიელი მეცნიერი დიუბუა დე მონპრე, ხოლო 1847-1848 წწ. ფრანგი მეცნიერი მარი ბროსე.
ყველა მეცნიერს, რომლებმაც იხილეს საქართველოს ეს ერთ-ერთი ულამაზესი მხარე, აქვთ გამოცემული ერთობ საინტერესო ნაშრომები ამ კუთხის შესახებ, სადაც მოხსენებულია რაჭის სიძველეები, კულტურული ძეგლები, ადათ-წესები, ფიზიკურ-გეოგრაფიული აღწერილობა და სხვა.
წიაღისეული სიმდიდრეებიდან მხარეში გვხვდება ქვანახშირი, ბარიტე, ცალკეული ფერადი ლითონი და მრავალი მინერალური წყარო.
მხარის ეკონომიკის ძირითადი დარგი სოფლის მეურნეობაა. სასოფლო სავარგულთა საერთო რაოდენობა 142 ათასი ჰა-ს ტოლია, რომელთაგან სახნავი 7% -მდეა. უფრო მცირეა მრავალწლიანი კულტურებით დაკავებული ფართობები. საძოვრებს მხარეში 114 ათასი ჰა უკავია. ტერიტორიის ნახევარზე მეტი დაფარულია ტყეებით, რომელთა ექსპლოატაციაც მხარის შემოსავლის ერთერთი მნიშვნელოვანი წყაროა.
რაჭა იყოფა ქვემო და ზემო რაჭად. ვინაიდან, ჩვენ ზემო რაჭას ვეხებით, კერძოდ კი მდინარე რიონის ერთ-ერთი შენაკადის მდ. ჯეჯორის ხეობას, ამიტომაც მას მიმოვიხილავთ.







|
week - end რაჭაში 1. ნიკორწმინდა — გუმბათოვანი ტაძარი, დასავლეთის შესასვლელის წარწერის მიხედვით ტაძარი აუგიათ საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის დროს 1010-1014 წლებში. ინტერიერში შემონახულია XVII საუკუნის ფრესკები, გვიანდელი ხანის ქართული კედლის მხატვრობის დამახასიათებელი ნიმუშები. ტაძარი უხვად არის შემკული მდიდრული ჩუქურთმებით, დიდი ადგილი უჭირავს აგრეთვე სიუჟეტურ მრავალფიგურიან რელიეფებს, მრავალფიგურიან, 2007 წლის 24 ოქტომბრიდან ნიკორწმინდის მონასტერი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში 2. ბარაკონი, ღვთისმშობლის ტაძარი, ძველი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი მნიშვნელოვანი ძეგლი რაჭაში, ამბროლაურის რაიონში, სოფ. წესთან. რაჭის ერისთავის როსტომის ბრძანებით 1753 წელს ააგო ოსტატმა ავთანდილ შულავრელმა. შენობა სწორკუთხაა, მინაშენთა გარეშე. გუმბათი ეყრდნობა საკურთხევლის კუთხეებსა და ორ ბოძს. ნაშენია ქვით და გარედან უხვადაა შემკული ჩუქურთმებით. ფასადებზე ვხვდებით ზოგიერთ ძველებურ ელემენტს (აღმოსავლეთი ნიშები), უმეტესად ტრადიციულია ჩუქურთმის სახეებიც, მაგრამ მორთულობა მოკლებულია მთლიანობას და ორგანულად ვერ უკავშირდება არქიტექტურას. 3. მრავალძალი - XI საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლი რაჭაში. წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია ეკლესია გამოირჩევა განუმეორებელი ბარელიეფებით. მასში რამდენიმე ისტორიული მნიშვნელობის საგანი იყო დაცული (მათ შორის ჯალალ-ედ-დინის მუზარადი და შაჰ აბას I-ის რაჭაში, სოფელ მრავალძალთან, უძველესი დროიდან იყო მონასტერი. სოფლიდან დაახლოებით 3 კილომეტრის დაშორებით, ჭოლევის კლდის დაბოლოებასთან, „ჭიქის ტბის“ ზევით, ახლაცაა შენობათა ხავსმოდებული ნანგრევები, რომელთაც ხალხი "ნაეკლესიევს" უწოდებს. როგორც ჩანს, რაღაც მიზეზის გამო, ბერები აყრილან და კვინწიხის გორის კალთაზე გაუჩაღებიათ სამონასტრო მოღვაწეობა, იქ, სადაც ახლა მრავალძლის წმინდა გიორგის ტაძარია აღმართული. 4. ონი - წყაროებში პირველად მოხსენიებულია XV-XVI საუკუნეებში. მეცნიერებაში გამოთქმული მოსაზღების თანახმად, ონი დააარსა იბერიის მეფე ფარნაჯომმა (ძვ. წ. II ს.). შუა საუკუნეებში გაიზარდა ფეოდალური ქალაქის - ონის ეკონომიკური მნიშვნელობა; აქ თავს იყრიდა ჩრდილოეთი კავკასიიდან, ქართლიდან, იმერეთიდან და ქვემო რაჭიდან მომავალი გზები. იმერეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების (1810) შემდეგ იყო დაბა; ონის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ბრინჯაოს ცულები (ბრინჯაოს ხანა), აგრეთვე კოლხური თეთრის (ძვ. წ. VI-III სს.) განძი. 5. ონის სინაგოგა მნიშვნელოვან არქიტექტურეულ ძეგლს წარმოადგენს,იგი თავისებურ, კოლოროტულ იერს აძლევს ქ.ონის მთელ ხედს.მისი მშენებლობა დაუწყიათ 1981 წელს.ხოლო 1995 წელს მასში უკვე მიმდინარეობდა წირვა ლოცვა. სინაგოგის აშენებამდე ონელებს ჰქონიათ მცირე სიდიდის სალოცავი შენობა. ახლა ეს შენობა ცნობილია “პატარა ლოცვის “სახელწოდებით და მდებარეობს იმავე ეზოში სადაც “დიდი ლოცვაა”..მას ყავს წინამძღოლი რაბინი. |