|
|
|||
|---|---|---|---|
![]() |
![]() |
![]() |
|
ფართობი - 720 კმ²
მოსახლეობა - 1.090 მილიონზე მეტი
ზღვის დონიდან - 380—600 მ სიმაღლე.
მდებარეობა - აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, , ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები.
ისტორია - არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ თბილისის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში. უძველესი წყაროსეული მოხსენიება განეკუთვნება IV საუკუნის II ნახევარს, როცა ამ ადგილებში მეფე ვარაზ-ბაკურის დროს ციხე ააგეს. IV საუკუნის დასასრულს თბილისი სპარსეთის მოხელის — პიტიახშის რეზიდენცია გახდა. V საუკუნის შუა წლებიდან კვლავ ქართლის მეფეთა ხელში გადავიდა. ვახტან გორგასალმა აღადგინა და გააშენა, ამიტომ იგი მიჩნეულია ქალაქის დამაარსებლად. ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით მეფე ვახტანგ გორგასალი (რომელიც V საუკუნის მეორე ნახევარში მეფობდა) სინამდვილეში ქალაქის აღორძინებასა და აღმშენებლობაშია პასუხისმგებელი, მისი დაფუძნების ნაცვლად.
თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის (იხ. ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი). ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
„…ამან დაჩი მეფემან… შემდგომად სიკვდილისა ვახტანგისა… განასრულნა ზღუდენი ტფილისისანი და ვითა ებრძანა ვახტანგს, იგი შექმნა სახლად სამეფოდ“.
ისტორიკოსი ჯუანშერ ჯუანშერიანი



|
სახეობა : კულტურული, შემეცნებითი. სატრანსპორტო საშუალება: ფეხით, მსუბუქი ავტომანქანა, მიკრო-ავტობუსი. კვება: ერთჯარდი ხანგძლიობა: 5 - 6 სთ მანძილი : 6 - 7 კმ ფასი 25 ( ფასში შედის : ტრანსპორტირება, გიდის მომსახურეობა, ერთჯერადი კვება)
1. ქაშვეთი —აგებულია 1904-1910 ძველი ეკლესიის ადგილზე. ადრე აქ იდგა დავით გარეჯელის სახელთან დაკავშირებული უძველესი ტაძარი, რომელიც XVIII საუკუნეში ამილახვრების აგებულმა აგურის ეკლესიამ შეცვალა. XIX საუკუნის მიწურულს ისიც დაზიანდა. ქაშვეთის მაშინდელმა წინამძღვარმა, მარკოზ ტყემალაძემ და ტაძრის მესვეურებმა ახალი შენობის აგება გადაწყვიტეს. პროექტი შეადგინა არქიტექტორმა ლ. ბილფელდმა, რომელმაც ნიმუშად სამთავისის ტაძარი გამოიყენა. ფასადის მდიდრული ჩუქურთმა ნეოფატე აგლაძეს ეკუთვნის. ქაშვეთი კარგად არის შეხამებული ადგილმდებარეობასთან და თავისი სილუეტით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქალაქის ცენტრის ანსამბლში. 1947 ქაშვეთის ტაძარი ლ. გუდიაშვილმა მოხატა.
2. მთაწმინდის პანთეონი - ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა, მეცნიერთა და ხელოვანთა დასაკძალი ადგილი თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე, მამადავითის ეკლესიის შემოგარენში. მთაწმინდაზე პანთეონის დაარსების იდეა გაჩნდა - 1915 წელს აკაკი წერეთლის დაკრძალვის დღეებში; პანთეონი გაიხსნა 1929 წელს, აქ დაკრძალული ალექსანდრე გრიბოედოვის გარდაცვალების მე-100 წლისთავზე. სახელი მიიღო ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავანის - ათონის მთის მიხედვით. მთაწმინდის პანთეონში დაგრძლული არიან ილია ჭავჭავაძე, ვაჭა ფშაველა, გალაქტიონი და ა.შ
3. მამადავითის ეკლესიის -ისტორია VI საუკუნიდან იწყება. თბილისის დასავლეთით აღმართული მთის ფერდობზე, კლდეში, სენაკი გამოუკვეთია მამა დავით გარეჯელს და მის ახლოს პატარა სამლოცველოც გაუმართავს. აქვე მოედინება წყარო, რომელიც მამა დავითს ლოცვით გამოუთხოვია უფლისთვის სნეულთა განსაკურნებლად. მამა დავითი მალე წავიდა თბილისიდან, მაგრამ ქალაქის მკვიდრთ მისდამი მოწიწება და სიყვარული დიდხანს არ განელებიათ, ამიტომაც უსახელო მთას მამადავითი უწოდეს. დღეისათვის მთაწმინდის ფერდობზე ერთმანეთის გვერდით დგას მამა დავითის დიდი და ფერისცვალების პატარა ეკლესიები. მამა დავითის ტაძარი თავდაპირველად უგუმბათო იყო, 1877 წელს დეკანოზმა იოსებ გრიგორიევმა ეკლესიის შენობა გუმბათით დააგვირგვინა.
4. აბანოთუბანი, აბანოების უბანი, საქართველოს დედაქალაქ თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი, ლეგენდა თბილისის ცხელი წყლების აღმოჩენას და მათზე ქალაქის გაშენებას V ს. ქართლის მეფეს ვახტანგ გორგასალს მიაწერს. X ს. არაბი გეოგრაფი იბნ ჰაუკალი „გზათა და სამეფოთა წიგნში“ აღნიშნავს: „ქალაქში [თბილისში] არის ტიბერიადის აბანოების მსგავსი აბანოები, რომელთა წყალიც უცეცხოდ დუღს“. ისტორიული ცნობებით XIII ს. თბილისში მინერალური წყლის 65 აბანო ყოფილა. დღეს ის ისტორიული ძველი თბილისის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობაა და ამავე დროს მოქმედი სამკურნალო და ჰიგიენური დაწესებულებაც.
5. ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს. ნარიყალა (სპარს. ნარინყალა — ციტადელი, შიდაციხე), თბილისის ციხის — კალას გვიანდელი სახელწოდებაა. წყაროებში პირველად მოხსენიებულია 1772 წელს გერმანელი მოგზაურ იოჰან გიულდენშტესტთან. ციხე-სიმაგრე გალავნის ორი სექციისგან შედგება, რომელიც ციცაბო ამაღლებაზე მდებარეობს გოგირდის აბანოებსა და ბოტანიკურ ბაღს შორის. ნარიყალას ქვემო ეზოში ახლად აღდგენილი წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია და მცირე კაფე მდებარეობს.ციხესიმაგრე IV საუკუნეში დაფუძნდა როგორც "შურის ციხე". VII საუკუნეში და მოგვიანებით დავით აღმაშენებლის მიერ (1089-1125) მნიშვნელოვნად გაფართოვდა. 1827 წელს ციხის გალავნის დიდი ნაწილი მიწისძვრამ დააზიანა და დაანგრია.
6. ზემო ბეთლემის (თავდაპირველად ბეთლემი, შემდეგ ფეთხაინი) მაცხოვრის შობის ტაძარი XVIII-XIX სს. სახით არის მოღწეული. ამ ადგილას ღვთისმშობლის ეკლესია თბილისელ სომხებს XV ს.-ში აუგიათ. XVIII ს.-ში ეკლესია საფუძვლიანად განაახლეს. ეკლესიის მშენებლობისთვის მნიშვნელოვანი შესაწირი 1740-იან წწ. გივი ამილახვარმაც გაიღო. ეკლესიას სომხები ფლობდნენ, თუმცა მას ქართველებიც წმინდა ადგილად თვლიდნენ და ამიტომ ქართული მრევლიც ჰყავდა. 1884 წ. ეკლესია კაპიტალურად შეაკეთეს, განაახლეს ფასადი და აღმართეს ახალი გუმბათი. საბჭოთა პერიოდში ეკლესია არ მოქმედებდა. 1994 წ. გადავიდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფლობელობაში და მაცხოვრის შობის სახელზე ეკურთხა.
7. ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესია 1725-1727 წწ. ირანიდან გადმოსახლებულმა სომხებმა ააშენეს და წმ. სტეფანეს სახელი (სომხ. სურბ-სტეფანოზი) უწოდეს. მის ნაცვლად 1868 წელს გუმბათიანი ეკლესია აშენდა, რომელიც 1910 წელს განაახლეს. 1988 წლიდან ტაძარი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ეკუთვნის. „ჩაწერილი ჯვრის“ ტიპის ეკლესია აგურითაა ნაშენი და ქვით მოპირკეთებული აგურის ციტადელზეა აღმართული. გუმბათი ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯს ეყრდნობა. აბსიდი ნახევარწრიულადაა შვერილი. ინტერიერის მოხატულობა 1991-1997 წწ. მხატვრების - დ. ხიდაშელისა და მ. ჩაკვეტაძის მიერაა შესრულებული.
8. თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვაროვან-გუმბათოვანი, გადმოცემით სიონი ერთ-ერთი იმ ტაძართაგანი იყო, რომელიც მეფე ვახტანგ გორგასალმა ააგო თბილისში V ს-ის II ნახევარში. 570-80-იან წლებში ქართლის ერისმთავარმა გუარამ კურაპალატმა საფუძველი დაუდო სიონის ახალ ტაძარს. მშენებლობა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ერისთავები ისე ქალაქის მოსახლეობა, დასრულდა ერისმთავარ ადარნასეს დროს, 620-იან წლებში. 1980-83 წლებში ტაძარი გარედან ახლად შემოსეს თლილი ქვით, ამავე დროს ტაძარს ჩრდილოეთიდან მიაშენეს წმ. ვახტანგ გორგასლის ეგვტერი.
9. ანჩისხატი VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი თბილისში. იგი უნდა იყოს "მოქცევაჲ ქართლისაჲს" ქრონიკაში მოხსენიებული "მარიამ წმიდაჲ ეკლესიაჲ", აგებული დაჩი უჯარმელის მეფობაში. ანჩისხატის ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა, ნაშენია თლილი ქვით (თავდაპირველი ფენა). ეკლესია ნავებად იყოფა თაღების საშუალებით. 1958-1964 სარემონრო-სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად გამოვლინდა ნაგებობის უძველესი შრეები. ძეგლი ნაწილობრივ გათავისუფლდა დანამატებისაგან - მოანგრიეს გუმბათი და სამრეკლო, მოიხსნა XIX საუკუნის მხატვრობის ნაწილი (შიდა კედელზე) და შენობას დაახლოებით ისეთი სახე დაუბრუნდა, როგორც მას XVII საუკუნეში ჰქონდა.
10. მეტეხი ტრადიციული რწმენით მეფე ვახტანგ I გორგასალმა აქ ეკლესია და ციხესიმაგრე აღმართა, რომელიც ასევე მეფის რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა. აქედან მომდინარეობს სახელი მეტეხი, რომელიც ძველქართულად "არემარეს სასახლის ირგვლივ" ნიშნავს. ლეგენდის თანახმად ეს იყო ადგილი სადაც V საუკუნეში წმ. შუშანიკ წამებული დაკრძალეს. მონღოლების შემოსევას 1235 წელს ვერცერთი ადრინდელი ნაგებობა გადაურჩა. მეტეხის მაცხოვრის ეკლესია აღმართული კლდის თავზე მეფე დემეტრე II- ს აღუდგენია 1278-1289 წლებში. ეკლესია ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა, რომლის გეგმა იმ დროისათვის უჩვეულოა (4 თავისუფლად მდგომი ბოძი, 3 შვერილი აფსიდი), როგორც ჩანს, ამ ადგილზე მანამდე მდგარი ეკლესიის გეგმას იმეორებს.
11. თბილისის დიდი სინაგოგა — დღესდღეობით მოქმედი სინაგოგა, რომელიც 1910 წელსაა აგებული. მდებარეობს თუმანიანისა და ლესელეძის 45 - 47 ქუჩებს შორის. იქვე ახლოს, ტყავის ჩიხში არის მეორე (მცირე) მოქმედი სინაგოგაა. თბილისში, ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე, მესამე სინაგოგაცაა, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში აიგო. მასში 1932 წლიდან მოყოლებული საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმია განთავსებული.
12. თბილისის მეჩეთი, ჯუმა მეჩეთი — მეჩეთი თბილისში ნარიყალას ძირში, ახლანდელი ბოტანიკური ქუჩის ბოლოს მდებარეობს. ის ერთადერთი დღეისთვის შემორჩენილი მუსლიმანური სალოცავია ქალაქში.მუსლიმი მოსახლეობა თბილისში არაბების მიერ ქალაქის დაპყრობის შემდეგ, VII საუკუნის II ნახევრიდან გაჩნდა. შუა საუკუნეების მანძილზე ქალაქში რამდენიმე მეჩეთი აიგო. მათ შორის უდიდესი იყო მტკვრის პირას, მეიდნის სამხრეთით მდგარი შიიტების მეჩეთი, რომელიც გადმოცემით ირანის შაჰმა ისმაილ I-მა ააშენა 1522-1524 წლებში. ის დაანგრიეს 1950 წელს მეტეხის ახალი ხიდის მშენებლობის დროს. ამჟამად თბილისის ერთადერთი მოქმედი მეჩეთია. ის ემსახურება როგორც სუნიტური, ისე შიიტური მიმართულების მუსლიმებს.
13. თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, სამება მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარია საქართველოში; აშენდა 1995-2004 წლებში არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის 1500 წლისთავისა და ქრისტეს დაბადების 2000 წლის აღსანიშნავად ახალი საკათედრო ტაძრის აგების იდეა 1989 წელს გაჩნდა, პერიოდი, როდესაც საბჭოთა საქართველოში ეროვნული მოძრაობა მძლავრობდა. ტაძარი 2004 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღეს, უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 307- 007
|