|
|
|||
|---|---|---|---|
![]() |
![]() |
![]() |
|
მოსახლეობა - 65,073 მლნ (2009), მათ შორის 90,4% ფრანგები.
ენები - ფრანგული (ოფიციალური ენა), პროვანსული, ბრეტონული, ელზასური, კორსიკული, კატალანური, ბასკური, ფლამანდული.
რელიგია - კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი (1 მლნ), ისლამი (4 მლნ).
ქალაქები - პარიზი, ლიონი, მარსელი, ტულუზა, ნიცა, ნანტი, სტრასბურგი.
საფრანგეთი, ოფიციალურად საფრანგეთის რესპუბლიკა, ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, მოიცავს ევროპის ამ ნაწილის, რამდენიმე კუნძულისა და ზღვისიქითა ტერიტორიების ნაწილს. მას ესაზღვრება (ჩრდილოეთიდან საათის ისრის მიმართულებით) ევროპის შემდეგი ქვეყნები: ბელგია, ლუქსემბურგი, გერმანია, შვეიცარია, იტალია, მონაკო, ესპანეთი და ანდორა. ზღვისგადაღმა ტერიტორიებს ესაზღვრება ბრაზილია და სურინამი (საფრანგეთის გვიანას), ნიდერლანდის ანტილები (სენ-მარტენს). საფრანეგთი დაკავშირებულია გაერთიანებულ სამეფოს ევროტუნელით, რომელიც გადის ინგლისის არხის ქვეშ.
საფრანგეთი არის განვითარებული ქვეყანა და მეხუთე ადგილზეა მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით მსოფლიოში. იგი ყველაზე მეტად მონახულებული ქვეყანა, რომელიც ყოველწლიურად 82 მილიონ ტურისტს იღებს. იგი არის ასევე გაეროს ერთ-ერთი დამმარსებელი და წევრი შემდეგი ორგანიზაციებისა: ფრანკოფონია, დიდი რვიანი, ევროკავშირი, დიდი ოცეული, ნატო, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და ლათინური გაერთიანება. იგი არის გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრიდან ერთ-ერთი.
მემკვიდრეობა
მონ-სენ მიშელი და მისი ყურე, ვერსალის სასახლე და პარკი, ფონტენბლოს სასახლე და პარკი, ამიენის და შარტრის საკათედრო ტაძრები, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ეიფელის კოშკი, სენის სანაპიროები, ავინიონის და ლიონის ისტორიული ცენტრები; ფორტიფიცირებული ქალაქი კარკასონი; ლუარის ველები; ფრანგული ეპოსი - სიმღერა როლანდზე (XII ს.).