|
|
|||
|---|---|---|---|
![]() |
![]() |
![]() |
|
ნ ი ც ა
ნიცაში ჩასულები ერთბაშად ვერც კი მიხვდებით, რამხელა ბედნიერება გხვდათ წილად. ნიცა ერთ–ერთ უდიდესი ხმელთაშუა ზღვისპირა კურორტია. საფრანგეთის ქალაქებს შორის კი სიდიდით მეხუთე გახლავთ. ის ე.წ. ანგელოზთა ყურის სანაპიროზეა გადაჭიმული და 4.294 კვადრატული კილომეტრი უკავია. ამ უძველეს და უმშვენიერეს ქალაქს ყოველწლიურად ურიცხვი ტურისტი სტუმრობს.
მიუხედავად იმისა, რომ ნიცა ტერიტორიულად საფრანგეთში მდებარეობს, იქ უფრო იტალიური სურნელი ტრიალებს, ხოლო არქიტექტურით ვიქტორიანული ეპოქის ინგლისს მოგაგონებთ. ამაში უცნაური არაფერია, რადგან ქალაქის ისტორია მჭიდროდ უკავშირდება იტალიასაც და ინგლისსაც. ნიცაში ხმელთაშუა ზღვისპირისათვის დამახასიათებელი თბილი კლიმატია გამეფებული. მთელი წლის განმავლობაში თბილა. ზაფხული ცხელი, მშრალი და მზიანია, ამ დროს ტემპერატურა 30 გრადუსამდე თბება. ზამთარში კი ტემპერატურა არანაკლებ 10 გრადუსია. ნიცაში ყინვა და თოვლი უიშვიათესი მოვლენაა.
ნიცა მსოფლიო მასშტაბით საპატიო ადგილს იკავებს. ზღვისპირა სასახლე–სასტუმრო "ნეგრესკო" ნიცის ერთგვარი სიმბოლო გახლავთ. ეს დიდებული სასახლე 1912 წელს აუშნებიათ. სასტუმროს ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ღირსშეანიშნაობაა ლუდოვიკო მეთოთხმეტის სალონი. "ნეგრესკოში" მსოფლიო დონის ვარსკვლავები და ცნობილი ადამიანები ჩერდებიან. ჩვეულებრივი ადამიანი მას ვერ შესწვდება. სასტუმროს მარცხნივ მასენას მუზეუმია, სადაც წარმოდგენილია ნიცის ისტორია და ცნობილ ფერმწერთა შედევრებია დაცული. გულგრილად ნუ ჩაუვლით მუზეუმის ბაღს.
ნიცის ცენტრად მასენის მოედანი ითვლება, სადაც თქვენს ყურადღებას შადრევნები და ყვავილები მიიქცევს.
ამ მომხიბვლელ ქალაქში ყოველ ნაბიჯზე მუზეუმია. სხაგვარად ვერც იქნებოდა, რადგან იქ ისეთი ადამიანები ცხოვრობდნენ, როგორებიც იყვნენ რენუარი, მონე, დელაკრუა, მატისი, პიკასო და დეგა. მატისის მუზეუმში მხატვრის ნამუშევრებთან ერთად მისი პირადი ნივთებიცაა დაცული. ტურისტებს ყველაზე მეტად თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი იზიდავთ, სადაც რენუარისა და მონეს ტილოებია გამოფენილი. ნიცაში უამრავი ეკლესიაა, მაგრამ ყველაზე ლამაზი ვილი ბერმონის პარკში მდგომი, წმინდა ნიკოლოზის მართლმადიდებელი ეკლესია გახლავთ, სადაც ფასდაუდებელი ხატებია დაბრძანებული.






თუ თავს დასვენების უფლებას აძლევ, მაშინ არ ღირს ფიქრი იმაზე, თუ სად და როგორ შეიძლება გაატარო შთამბეჭდავი და დაუვიწყარი დრო - ნიცა და მორჩა!
ტურის ღირებულება დაითვლება ინდივიდუალურად, თქვენი მოთხოვნისდა შესაბამისად. სასარგებლო რჩევები: ჩვენ დაგეხმარებით ყველა იმ აუცილებელი საბუთების მოგროვებაში, რომელიც საჭირო იქნება კონკრეტული ქვეყნის ვიზის მისაღებად. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 307- 007 |