|
|
|||
|---|---|---|---|
![]() |
![]() |
![]() |
|
პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქი
"ქალაქების დედა”, “ათასი ღვთაების ქალაქი” და “ოქროს ქალაქი”...
პრაღა მსოფლიოში მეექვსე ქალაქია ლონდონის, პარიზის, რომის, მადრიდის და ბერლინის შემდეგ, რომელსაც ყველაზე ხშირად სტუმრობენ ტურისტები. პრაღა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქია და იგი მდებარეობს ცენტრალურ ბოჰემიაში, მდინარე ვლტავაზე. 1100 წელზე მეტია რაც პრაღა წარმოადგენს ჩეხეთის რესპუბლიკის კულტურულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრს. მისი მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 1.9 მილიონ მოსახლეს. 1992 წლიდან პრაღის ცენტრი შესულია იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში.
პრაღა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შედარებით ნაკლებად დაზიანდა ვიდრე ევროპის სხვა ქალაქები. მისი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა ძალზე მრავალფეროვანია: ბაროკო, რენესანსი, გოტიკური, ახალი კლასიკური და ულტრა თანამედროვე.
ყველაზე მთავარი ღირსშესანიშნაობები რაც პრაღაში აუცილებლად უნდა ნახოთ, არის ძველი ქალაქი, თავისი ძველი მოედნით, ასტრონომიული საათი, ჩარლის მოხატული ხიდი, ახალი ქალაქი თავისი ისტორიული ვენცესლას მოედნით, პრაღის კოშკი (მსოფლიოს ყველაზე დიდი კოშკი), წმინდა ვიტუსის ტაძარი, ძველი ებრაული კვარტალი და ძველი და ახალი სინაგოგა.