მოსახლეობა — 60 231 214 (2009), მათ შორის 94,1% იტალიელები,
ენები — იტალიური, გერმანული
რელიგია — კათოლიციზმი.
ქალაქები — რომი, მილანი, ნეაპოლი, ტურინი, პალერმო, გენუა, ბოლონია, ფლორენცია.

იტალია ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა. საშუალო სიმჭიდროვე შეადგენს 200 კაცას 1 კმ² - ზე. დაახლოებით 60 % ქალაქში ცხოვრობს, რომელთა შორისაც უდიდესებია რომი, მილანი, ნეაპოლი, ტურინი.
იტალიის ტერიტორია მოიცავს 301 338 კმ²-ს. 60,6 მლნ მცხოვრებით იტალია ევროპაში მე-5 სახელმწიფოა მოსახლეობის რაოდენობის მხრივ და მსოფლიოში 23-ე.
იტალიის დედაქალაქი რომი საუკუნთა განმავლობაში დასავლური ცივილიზაციის პოლიტიკურ და რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა, როგორც რომის იმპერიის დედაქალაქი და წმინდა ეპარქიის ადგილსამყოფელი. საუკუნეების შემდეგ, იტალია საზღვაო რესპუბლიკებისა და რენესანსის სამშობლო გახდა.

იტალია დიდ როლს თამაშობს გლობალურ სამხედრო, კულტურულ და დიპლომატიურ საქმიანობებში. ქვეყნის ევროპული პოლიტიკის, სოციალური და ეკონომიკური გავლენა მას მთავარ რეგიონულ ძალად აქცევს. იტალიას გააჩნია საზოგადოების განათლების მაღალი დონე და წარმოადგენს მაღალგლობალიზებულ ერს.

მემკვიდრეობა:
რომი — პანთეონის ტაძარი (ძვ. წ. I ს.), კოლოსეუმი (I ს.), ფორუმი, კარაკალას აბანოები (III ს.), ტრიუმფალური თაღი, წმინდა პავლეს ტაძარი (IV ს.), კაპიტოლიუმის მუზეუმი, ეროვნული მუზეუმი, გალერეა ბორგეზე;

მილანი — ოპერა „ლა სკალა“, ტაძარი (XIV ს.), სან-ამბროჯიოს ეკლესია (XII ს.), სანტა-მარია-დელლა-გრაციეს ტაძარი ლეონარდო და ვინჩის ფრესკით „საიდუმლო სერობა“;
ფლორენცია — ისტორიული ცენტრი, ტაძარი (XIII ს.), სტროცის სასახლე (XV ს.);
ვენეცია და მისი ლაგუნა, პიზის ტაძარი და კოშკი, პომპეის არქეოლოგიური ტერიტორია, ნეაპოლის ცენტრი და ყურე, სამეფო სასახლე კაზერტაში, სავოიის სამეფო სახლის რეზიდენცია;
რომაული ეპოსი — ენეიდა (ძვ.წ. I).




Share