|
|
|||
|---|---|---|---|
![]() |
![]() |
![]() |
|
არაბთა გაერთიანებული საამიროები, შემოკლებით ემირატები — მონარქიული სახელმწიფო არაბეთის ნახევარკუნძულზე.
7 საამირო და მათი მმართველები
აბუ ზაბი — შეიხი ხალიფა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანი 2004 წლიდან
აჯმანი — შეიხი ჰუმაიდ ბინ რაშიდ ალ-ნუაიმი 1981წლიდან
დუბაი — შეიხი მუჰამედ ბინ რაშიდ ალ-მოკტუმი 2006 წლიდან
ფუჯაირა — შეიხი ჰამად ბინ მუჰამედ ალ-შარქი 1974 წლიდან
რას ალ-ხაიმა — შეიხი საქრ ბინ მუჰამედ ალ-ქასიმი 1948 წლიდან
შარჯა — შეიხი სულტან ბინ მუჰამედ ალ-ქასიმი 1987 წლიდან
უმ ალ-ქუვაინი — შეიხი რაშიდ ბინ აჰმედ ალ-მუალა 1981 წლიდან
უდიდესი ქალაქებია (1 იანვარი, 2005)
დუბაი : 1.137.347
აბუ-ზაბი : 603.492
შარჯა : 543.733
ალ-აინი : 408.733
აჯმანი : 226.172
საშ ალ-ხაიმა : 115.949
მოსახლეობის უმრავლესობა სუნიტი მუსლიმია, მცირე ნაწილი აღიარებს შიიზმს. ემირატებში ბევრია სამუშაოდ ჩასული უცხოელი. მათი უმრავლესობა ინდოეთის სუბკონტინენტიდან და ფილიპინებიდანაა.






|
Dubai Shopping Festival 2012 5 იანვრიდან - 5 თებერვლამდე დუბაიში ყოველწლიური სავაჭრო ფესტივალი Dubai Shopping Festival-ი გაიმართება, რომელიც, ტრადიციულად, მთელი მსოფლიოს ტურისტებს მიიზიდავს. ამ ღონისძიებაში მსოფლიოში განთქმული ბრენდები, მაღაზიები და კომპანიები მონაწილეობენ. ისინი მზად არიან მყიდველს თავიანთი პროდუქცია დაწყებული ტანსაცმლიდან დამთავრებული მსხვილი ტექნიკით ძალიან დაბალ ფასად შესთავაზონ. გახსოვდეთ, რომ მაღაზიები, სხვადასხვა კატეგორიებში რეგისტრირდებიან. კატეგორია „დაყიდვა“ ნიშნავს, რომ მაღაზიას აუცილებლად უნდა ჰქოდეს მინიმუმ მინუს 25%-იანი ფასდაკლება. ხოლო კატეგორიაში „ფესტივალის ფასდაკლებები“ პროდუქციის საწყის ფასს 70%-იც კი აკლდება. ხოლო კიდევ ერთი კატეგორიის „დამატებითი საჩუქარის“ მნიშვნელობა ისაა, რომ შენაძენთან ერთად მაღაზიის მეპატრონისგან საკმაოდ ძვირფასს საჩუქარს იღებთ. ფესტივალზე დღეში რამდენიმე გრანდიოზული მასშტაბის გათამაშება იმართება, სადაც ოქროს მონეტები და მაღალი კლასის ავტომობილები თამაშდება. თუ ლატარეის ბილეთს სულ რაღაც 55 დოლარად შიძენთ, სასურველი ავტომობილის მოგების რეალური შანსი გეძლევათ. მხოლოდ ამ ფესტივალზე, დროის ძალიან მცირე პერიოდში გეძლევათ შანსი ერთმანეთის პარალელურად დაესწროთ ჩოგბურთის საერთაშორისო ჩემპიონატს, სხვადასხვა მოდების ჩვენებებს, კულინარიულ ფესტივალს, თვალი მიადევნოთ აქლემების გადარბენას ან დაესწროთ ცნობილი მომღერლების კონცერტებს. გთავაზობთ სპეციალურ ტურებს შოპინგ ფესტივალზე დასასწრებად: Sadaf Hotel 3* (BB) 07.01 – 09.01 – 481$ 4 დღიანი ტურები (3 ღამე) 10.01 – 13.01 – 514$ 7 დღიანი ტურები (6 ღამე) მოცემულ ფასებში შედის: |