დედაქალაქი: ერევანი (1,267 მლნ).
მოსახლეობა: 3,326 მლნ, მათ შორის 95,7% სომეხი; 1,7% ქურთ-იეზიდები, 1,6% რუსი, ასევე ბერძნები და ასურელები, 1993 წელს აზერბაიჯანელთა აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყნიდან გადასახლდა.
სახელმწიფო ენა: სომხური ენა, სხვა ენები - რუსული (2%).
რელიგია: ქრისტიანობა: უმრავლესობა ეკუთვნის სომხურ-გრიგორიანულ ეკლესიას (93%), სომხურ-კათოლიკური მრევლი შეადგენს 5%-ს.

მდებარეობს სამხრეთ კავკასიის ვულკანურ მთიანეთში, სადაც ერთმანეთს ენაცვლება ნაოჭა, ნაოჭა-ლოდა ვულკანური მთეი,ლავური პლატოები და ვაკეები. ტერიტორიის 90% მდებარეობს 1000 მ-ზე მაღლა (საშუალო სიმაღლეა 1830 მ). უმაღლესი წერტილი მთა - არაგაწი (4090 მ).

დიდი ქალაქები: ვანაძორი, გიუმრი, ვაღარშაპატი, რაზდანი.

ლორე სომხეთის პროვინციაა (მარზი). ის ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარეობს და საქართველოს ესაზღვრება. მისი დედაქალაქია ვანაძორი, ხოლო სტეფანავანი სიდიდით მეორე ქალაქი. პროვინციაში მდებარეობს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ახპატი და სანაინი და კარგად შემონახული ახტალას მონასტერი. ლორეს ისტორიულ რეგიონს საუკუნეების მანძილზე ხან ქართველი და ხან სომეხი მონარქები აკონტროლებდნენ. იგი ძლიერ დაზარალდა 1988 წლის სპიტაკის მიწისძვრისგან.

ლორე რამდენიმე ცნობილი სომეხის დაბადების ადგილია, მათ შორის აშუღი საიათ-ნოვასი, პოეტის ოვანეს თუმანიანის.

ლორეს შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი და ისტორიული მხარე ტაშირში (ახლანდელი სომხეთი). ქალაქის ნანგრევები შემორჩენილია ქ. სტეფანავანის ახლოს. დაარსდა XI საუკუნეში, 1065 წლიდან კვირიკიდების დინასტიის მიერ ჩამოყალიბებული ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს ცენტრი. 1118 წელს მეფე დავით IV აღმაშენებელმა ლორე მიმდებარე ტერიტორიებით საქართველოს სახელმწიფოს შემოუერთა. განსაკუთრებული სამხედრო მნიშვნელობის გამო იგი საქართველოს ამირსპასალართა სადგომი პუნქტი გახდა. განვითარებული ფეოდალიზმის ხანაში მთელ ტაშირს ლორე ეწოდა. 1177 წელს ლორე მეფე გიორგი III-ის წინააღმდეგ აჯანყებული ივანე ორბელისა და დემნა უფლისწულის უკანასკნელი საყრდენი პუნქტი იყო. აჯანყების ჩახშობის შემდეგ ქალაქი ამირსპასალარ ყუბასარს გადაეცა. 1186 წლიდან ლორეს მხარგრძელთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა და საქართველოს სანაპირო საერისთავოს ცენტრი იყო. მხარგრძელთა მმართველობის დროს ქალაქი აყვავდა. აშენდა სასახლეები, ეკლესიები, ხიდები. 1236 წელს ლორე მონღოლებმა აიღეს და სასტიკად დაარბიეს. XIV-XV საუკუნეებში ქალაქი მნიშვნელოვნად დაქვეითდა და ციხესიმაგრის ფუნქციაღა შერჩა. XVI-XVIII საუკუნეებში საბოლოოდ დააკნინა ირანელთა და ოსმალთა ლაშქრობებმა.ამჟამად ლორე სომხეთის ტერიტორიაა.


„ ხოლო ხაპატს ქვევით არს ხეობა ჭოჭკანისა ლელვარის მთის ქვეშ, ვენახიანი, ხილიანი, ნაყოფიერებითა და ჰავითა შემკული, მის ქვემოთ არს ჩრდილოეთ ეკლესია აგარაკსა (რომელსა შინდა დასვა გორგასალ ეპისკოპოსი, შემდგომად იქნა მიტროპოლიტი და მეტოქი სომხითასა, რომლისა სამწყსო იყო ხუნანი, გარდაბანი და ბერდუჯის მდიინარე), გუმბათნი დიდშენი. აწ უწოდების ახტალას, გარნა აწ ხუცის სამარ არს“

ვახუშტი ბაგრატიონი






Share