დედაქალაქი: ერევანი (1,267 მლნ).
მოსახლეობა: 3,326 მლნ, მათ შორის 95,7% სომეხი; 1,7% ქურთ-იეზიდები, 1,6% რუსი, ასევე ბერძნები და ასურელები, 1993 წელს აზერბაიჯანელთა აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყნიდან გადასახლდა.
სახელმწიფო ენა: სომხური ენა, სხვა ენები - რუსული (2%).
რელიგია: ქრისტიანობა: უმრავლესობა ეკუთვნის სომხურ-გრიგორიანულ ეკლესიას (93%), სომხურ-კათოლიკური მრევლი შეადგენს 5%-ს.

მდებარეობს სამხრეთ კავკასიის ვულკანურ მთიანეთში, სადაც ერთმანეთს ენაცვლება ნაოჭა, ნაოჭა-ლოდა ვულკანური მთეი,ლავური პლატოები და ვაკეები. ტერიტორიის 90% მდებარეობს 1000 მ-ზე მაღლა (საშუალო სიმაღლეა 1830 მ). უმაღლესი წერტილი მთა - არაგაწი (4090 მ).

დიდი ქალაქები: ვანაძორი, გიუმრი, ვაღარშაპატი, რაზდანი.

ლორე სომხეთის პროვინციაა (მარზი). ის ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარეობს და საქართველოს ესაზღვრება. მისი დედაქალაქია ვანაძორი, ხოლო სტეფანავანი სიდიდით მეორე ქალაქი. პროვინციაში მდებარეობს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ახპატი და სანაინი და კარგად შემონახული ახტალას მონასტერი. ლორეს ისტორიულ რეგიონს საუკუნეების მანძილზე ხან ქართველი და ხან სომეხი მონარქები აკონტროლებდნენ. იგი ძლიერ დაზარალდა 1988 წლის სპიტაკის მიწისძვრისგან.

ლორე რამდენიმე ცნობილი სომეხის დაბადების ადგილია, მათ შორის აშუღი საიათ-ნოვასი, პოეტის ოვანეს თუმანიანის.

ლორეს შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი და ისტორიული მხარე ტაშირში (ახლანდელი სომხეთი). ქალაქის ნანგრევები შემორჩენილია ქ. სტეფანავანის ახლოს. დაარსდა XI საუკუნეში, 1065 წლიდან კვირიკიდების დინასტიის მიერ ჩამოყალიბებული ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს ცენტრი. 1118 წელს მეფე დავით IV აღმაშენებელმა ლორე მიმდებარე ტერიტორიებით საქართველოს სახელმწიფოს შემოუერთა. განსაკუთრებული სამხედრო მნიშვნელობის გამო იგი საქართველოს ამირსპასალართა სადგომი პუნქტი გახდა. განვითარებული ფეოდალიზმის ხანაში მთელ ტაშირს ლორე ეწოდა. 1177 წელს ლორე მეფე გიორგი III-ის წინააღმდეგ აჯანყებული ივანე ორბელისა და დემნა უფლისწულის უკანასკნელი საყრდენი პუნქტი იყო. აჯანყების ჩახშობის შემდეგ ქალაქი ამირსპასალარ ყუბასარს გადაეცა. 1186 წლიდან ლორეს მხარგრძელთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა და საქართველოს სანაპირო საერისთავოს ცენტრი იყო. მხარგრძელთა მმართველობის დროს ქალაქი აყვავდა. აშენდა სასახლეები, ეკლესიები, ხიდები. 1236 წელს ლორე მონღოლებმა აიღეს და სასტიკად დაარბიეს. XIV-XV საუკუნეებში ქალაქი მნიშვნელოვნად დაქვეითდა და ციხესიმაგრის ფუნქციაღა შერჩა. XVI-XVIII საუკუნეებში საბოლოოდ დააკნინა ირანელთა და ოსმალთა ლაშქრობებმა.ამჟამად ლორე სომხეთის ტერიტორიაა.


„ ხოლო ხაპატს ქვევით არს ხეობა ჭოჭკანისა ლელვარის მთის ქვეშ, ვენახიანი, ხილიანი, ნაყოფიერებითა და ჰავითა შემკული, მის ქვემოთ არს ჩრდილოეთ ეკლესია აგარაკსა (რომელსა შინდა დასვა გორგასალ ეპისკოპოსი, შემდგომად იქნა მიტროპოლიტი და მეტოქი სომხითასა, რომლისა სამწყსო იყო ხუნანი, გარდაბანი და ბერდუჯის მდიინარე), გუმბათნი დიდშენი. აწ უწოდების ახტალას, გარნა აწ ხუცის სამარ არს“

ვახუშტი ბაგრატიონი




55 ლარად თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა იხილოთ IX-X საუკუნეების უნიკალური ქართული ტაძრები, რომლებიც ვახტანგ გორგასალს დაუარსებია.

მარშრუტი - თბილისი - ახტალა - ალავერდი - სანაჰირი - ქობაირი - თბილისი

სახეობა : კულტურული, შემეცნებითი.
სატრანსპორტო საშუალება: კომფორტული მიკრო-ავტობუსი.
ხანგძლიობა: 11 -12 სთ
მანძილი: ერთი მიმართულებით - 170 კმ.
კვება : ერთჯერადი (პიკნიკი ბუნებაში)
ღირებულება: 55 ლარი (ფასში შედის : ტრანსპორტის გადასახადი, გიდის მომსახურეობა, ერთჯერადი კვება)

სანახაობები

1. ახტალა - ახტალის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს სომხეთის ტერიტორიაზე, აქ ადრე ქართველები ცხოვრობდნენ და ტერიტორიც საქართველოს ეკუთვნოდა, აქ საეპისკოპოსო ვახტანგ გორგასალს დაურსები თუმცა იმ დროინდელი ტაძრისა არაფერი არა შემორჩენილა, მოგვიანებით, IX-X საუკუნეებში ეს კუთხე ქართლის მმართველებიდან სომეხ ბაგრატუნიანთა ხელში გადავიდა. თუმცა, მისი დიდი ნაწილი XI საუკუნიდან კვლავ დაბრუნდა საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში. იქიდან მოყოლებული ქვემო ქართლის ეს რეგიონი, სახელდობრ ლორე, 1920–იან წლებამდე სამხრეთ კავკასიაში მართლმადიდებლური აღმსარებლობის დამკვიდრების და სამონასტრო აღმშენებლობის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა.

2. ალავერდი - ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება ძვ. წ. III-II სს-დან მანიც-გომის, მანესის სახელწოდებით. XIII ს-ის დასაწყისიდან ცნობილია როგორც სპილენძის წარმოების ადგილი. თანამედროვე სახელი მიიღო XVII ს-ში. 1770 წ. ლორის ოლქში დასახლდა ბერძენი მაღაროს მუშები, რომლებმაც ააშენეს სპილენძსადნობი ქარხანა ალავერდში და შამლუღში, რომელიც 1795 წ. დაანგრია აღა-მაჰმად-ხანმა. 1801 წ. ალავერდი შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. 1938 წ. მიიღო ქალაქის სტატუსი. 1963 წლიდან კი არის რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქი. ალავერდში შემორჩენილია თამარ მეფის ხიდი.

4. სანაჰინი ( Sanahin) - სომხური არქიტექურული კომპლექსის გამორჩეული ნიმუშია მონასტერი დაარსდა მე - 10 საუკუნეში ლორის გუბერნიაში, ზუსტი დარსების თარიღი უცნობია, სახელი სანაჰინი სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც "ეს უფრო ძველია ვიდრე ის", სავარაუდოდ „ის“ - ში იგულისხმება მის მეზობლად მდებარე ტაძარი „ ჰაგპატი “. ტაძარი შესულია იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში.

5. ქობაირის მონასტერი ადრეულ შუა საუკუნეებში ჩანს დაარსებული. გარკვეული ხნის მანძილზე იგი ლორის კვირიკიანთა სამეფო კარის წარმომადგენლების ხელში უნდა ყოფილიყო. XIII საუკუნის შუახანებისთვის დედათა მცირე სავანე შანშე მხარგრძელის მეუღლის ხელით სომეხთაგან კვლავ ქართველთა მფლობელობაში გადავიდა – სწორედ იმხანად იწყება ქობაირში აქტიური და ფართო სამშენებლო მოღვაწეობა, შენდება და ფრესკებით იმკობა დიდი ტაძარი, შანშეს სახლის წარმომადგენელთა დასაკრძალავი ეკვდერი, აგრეთვე სამრეკლო, სატრაპეზო, სხვა ნაგებობები. ქობაირში მრავლადაა ვრცელი ქართული საქტიტორო წარწერები, ისევე როგორც ქართულწარწერიანი საფლავები, რომლებიც მხარგრძელთა ოჯახის წევრებს, აგრეთვე აქ მოღვაწე პირებს ეკუთვნის (აქვეა ძალზე საინტერესო ეპიტაფია ლექსად).

3. ჰაგფატი - იგივე ჰაგფატავანკი, X ს-ის სომხური მონასტერი ლორის პროვინციაში. მონასტერი დაარსებულია წმ. ნიშანის მიერ აბას I-ის მეფობის დროს. წმ.ნიშანის პატარა ეკლესია ჰაგფატის ადრეული შენობაა. კომპლექსის უდიდესი ტაძარია წმ. ნიშანის კათედრალი, რომელიც აშენდა 967-991 წწ. მისი ცენტრალური გუმბათის ემყარება ოთხ საყრდენ სვეტს და გვერდითია კედლებს. მონასტერი გამორჩეული და ბრწყინვალე ნიმუშია შუა საუკუნეების სომხური არქიტექტურისა. შესულია იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 2 - 144 - 111;  557 47 41 44
ან მოგვწერეთ: ეს ელ-ფოსტის მისამართი დაცულია სპამ-რობოტებისაგან, მის სანახავად ჩართული უნდა გქონდეთ Javascript

2 დღიანი ტური სომეთში


Share