დედაქალაქი: ერევანი (1,267 მლნ).
მოსახლეობა: 3,326 მლნ, მათ შორის 95,7% სომეხი; 1,7% ქურთ-იეზიდები, 1,6% რუსი, ასევე ბერძნები და ასურელები, 1993 წელს აზერბაიჯანელთა აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყნიდან გადასახლდა.
სახელმწიფო ენა: სომხური ენა, სხვა ენები - რუსული (2%).
რელიგია: ქრისტიანობა: უმრავლესობა ეკუთვნის სომხურ-გრიგორიანულ ეკლესიას (93%), სომხურ-კათოლიკური მრევლი შეადგენს 5%-ს.

მდებარეობს სამხრეთ კავკასიის ვულკანურ მთიანეთში, სადაც ერთმანეთს ენაცვლება ნაოჭა, ნაოჭა-ლოდა ვულკანური მთეი,ლავური პლატოები და ვაკეები. ტერიტორიის 90% მდებარეობს 1000 მ-ზე მაღლა (საშუალო სიმაღლეა 1830 მ). უმაღლესი წერტილი მთა - არაგაწი (4090 მ).

დიდი ქალაქები: ვანაძორი, გიუმრი, ვაღარშაპატი, რაზდანი.

ლორე სომხეთის პროვინციაა (მარზი). ის ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარეობს და საქართველოს ესაზღვრება. მისი დედაქალაქია ვანაძორი, ხოლო სტეფანავანი სიდიდით მეორე ქალაქი. პროვინციაში მდებარეობს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ახპატი და სანაინი და კარგად შემონახული ახტალას მონასტერი. ლორეს ისტორიულ რეგიონს საუკუნეების მანძილზე ხან ქართველი და ხან სომეხი მონარქები აკონტროლებდნენ. იგი ძლიერ დაზარალდა 1988 წლის სპიტაკის მიწისძვრისგან.

ლორე რამდენიმე ცნობილი სომეხის დაბადების ადგილია, მათ შორის აშუღი საიათ-ნოვასი, პოეტის ოვანეს თუმანიანის.

ლორეს შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი და ისტორიული მხარე ტაშირში (ახლანდელი სომხეთი). ქალაქის ნანგრევები შემორჩენილია ქ. სტეფანავანის ახლოს. დაარსდა XI საუკუნეში, 1065 წლიდან კვირიკიდების დინასტიის მიერ ჩამოყალიბებული ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს ცენტრი. 1118 წელს მეფე დავით IV აღმაშენებელმა ლორე მიმდებარე ტერიტორიებით საქართველოს სახელმწიფოს შემოუერთა. განსაკუთრებული სამხედრო მნიშვნელობის გამო იგი საქართველოს ამირსპასალართა სადგომი პუნქტი გახდა. განვითარებული ფეოდალიზმის ხანაში მთელ ტაშირს ლორე ეწოდა. 1177 წელს ლორე მეფე გიორგი III-ის წინააღმდეგ აჯანყებული ივანე ორბელისა და დემნა უფლისწულის უკანასკნელი საყრდენი პუნქტი იყო. აჯანყების ჩახშობის შემდეგ ქალაქი ამირსპასალარ ყუბასარს გადაეცა. 1186 წლიდან ლორეს მხარგრძელთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა და საქართველოს სანაპირო საერისთავოს ცენტრი იყო. მხარგრძელთა მმართველობის დროს ქალაქი აყვავდა. აშენდა სასახლეები, ეკლესიები, ხიდები. 1236 წელს ლორე მონღოლებმა აიღეს და სასტიკად დაარბიეს. XIV-XV საუკუნეებში ქალაქი მნიშვნელოვნად დაქვეითდა და ციხესიმაგრის ფუნქციაღა შერჩა. XVI-XVIII საუკუნეებში საბოლოოდ დააკნინა ირანელთა და ოსმალთა ლაშქრობებმა.ამჟამად ლორე სომხეთის ტერიტორიაა.



“ პირველად ვაჴსენოთ ესე, რამეთუ სომეხთა და ქართველთა, რანთა და მოვაკნელთა, ჰერთა და ლეკთა, მეგრელთა და კავკასიანთა -- ამათ თჳსთა ერთი იყო მამა, სახელით თარგამოს. ესე თარგამოს იყო ძე თარშისი, ძის-წული იაფეთისი, ძისა ნოესი.”

ლეონტი მროველ












მარშრუტი - თბილისი - ერევენი - თბილისი
სახეობა :
კულტურული, შემეცნებითი.
ხანგძლიობა:
2 დღე
სატრანსპორტო საშუალება:
მსუბუქი ავტომანქანა, მიკრო-ავტობუსი, ავტობუსი.
განთავსება:
სასტუმრო



1. ერევანი - სომხეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მდებარეობს მდინარე რაზდანზე, ერევანი დაახ. 2,780 წლისაა და მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ერევანი სომხეთის ისტორიის ლიტერატურაში პირველად VI საუკუნის დამდეგს იხსენიება. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ლურსმული წარწერების მიხედვით, ურარტუს მეფე არგიშითი I-მა ძვ. წ. 782 ააგო ციხე ერებუნი, რომლის მახლობლად გაშენდა თანამედროვე ერევანი.

2. ვაღარშაპატი იგივე ეჩმიაძინი — ქალაქი სომხეთში, სომხური სამოციქულო (გრიგორიანული) ეკლესიის კათალიკოსის საბრძანებელი. ისტორიულად ქალაქის დედაბოძი ეჩმიაძინის ტაძარი იყო. გადმოცემის თანახმად, თავადპირველად ააგო წმ. გრიგორ განმანათლებელმა 301-303 წლებში. მე-5 საუკუნის სომხური წერილობითი წყაროების მიხედვით, წმ. გრიგორს ქრისტე გამოეცხადა ზეციდან, რომელმაც მიწას მეხი სტყორცნა ოქროს ჩაქუჩით, ტაძრის ასაშენებელი ადგილის მისათითებლად. პატრიარქმა ეკლესიასა და თვით ქალაქსაც სახელად ეჩმიაძინი დაარქვა, რაც ნიშნავს: ”ადგილი სადაც მხოლოდშობილი დაეშვა”. იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.

3. ზვართნოცი - (სომხ. Զվարթնոց - ზეციური ანგელოზები) ისტორიული ქალაქია 643-652 წლებში კათოლიკოს ნერსეს III-ის (აღმშენებელი) სურვილით აგებულ იქნა დიდებული წმ. გიორგის საკათედრო ტაძარი ადგილას, სადაც მეფე ტირდატ III და გრეგორი ბრწყინვალე შეხვედრილან ერთმანეთს. 930 წელს ტაძარი მიწისძვრამ გაანადგურა და დამარხული რჩებოდა მე-20 საუკუნის დასაწყისში ხელახლა აღმოჩენამდე. 1900-07 წლებში არემარეში მასიური არქეოლოგიური გათხრები მოეწყო, რის შედეგადაც გაწმენდლი იქნა კათედრალის ფუნდამენტი კათოლიკოსის სასახლესა და ღვინის მარანათან ერთად. ეჩმიაძინის ტაძრებთან ერთად ზვართნოცი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი 2000 წელს.

4. გეღარდი აირივანქი (სომხ. Գեղարդ „კლდეში ნაკვეთი მონასტერი“), მონასტერი მდინარე გარნის ხეობაში, ერევნის სამხრეთ-აღმოსავლეთით 40 კმ-ზე. დაარსდა IV საუკუნეში. გალავნის შიგნით განლაგებულია ჯვაროვან-გუმბათოვანი ეკლესია ასტვაწაწინი (1215), რელიეფებითა და ჩუქურთმებით შემკული 4-სვეტიანი გავითი (1225), კლდეში გამოკვეთილი ორი გუმბათიანი ეკლესია (ორივე 1283, ხუროთმოძღვარი გალძაგი) და სხვა, გალავნის გარეთ კი — XII საუკუნის ნახევრად გამოქვაბული გრიგორის ეკლესია. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვირეობის ძეგლთა სიაში.

5. სევანის ტბა  (გოქჩა) უდიდესია კავკასიაში. ფართობი - 1200 კმ². საშუალო სიღმე - 28,5 მ, მაქსიმალური - 83 მეტრი. მდებარეობს ამიერკავკასიის ვულკანურ მთიანეთში, დაახლოებით 1900 მ სიმაღლეზე. ტბას ჩრდილო-დასავლეთით ეკვრის ბამბაკის ქედი, ჩრდილო-აღმოსავლეთით შაჰდაღის ქედი, დასავლეთითა და სამხრეთით გეღამისა და ვარდენისის ქედები. სევანის ტბას უკავია მთათაშორისი ტექტონიკური ქვაბულის ცენტრალური ნაწილი.

6. სევანის მონასტერი სევანავანკი - არქიტექტურული კომპლექსი სევანის ტბის კუნძულზე (ახლა ნახევარკუნძულია). შემორჩენილია IX საუკუნის სამაფსიდიანი ჯარ-გუმბათოვანი ეკლესიები: მცირე - კარაპეტის ეკლესია და დიდი - მოციქულთა ეკლესია (874). მოციქულთა ეკლესიის ხის კვეთილი კარი (1176 და 1552) და გავითის კვეთილი სვეტისთავები ინახება სომხეთის ისტორიის მუზეუმში, ერევანში.

7. გოშავანქი , ნორ-გეტიკი, შუა საუკუნეთა სამონასტრო კომპლექსი სომხეთში, სოფელ გოშში. XII საუკუნეში დაუარსებია იგავმწერალ მხითარ გოშს. კომპლექსში შედის კუპელჰალეს ტიპის ეკლესიები: ასტვაწაწინი (1191-1196) გავითით (სტოა; 1197-1203) გრიგოლისა (1208-1241); ლუსავორიჩის (1237-1241) მომცრო ეკლესია, ორსართულიანი შენობა წიგნსაცავით (1231 წლამდე), რამდენიმე სამლოცველო და სხვა ძირითადი შენობები აგებულია ხუროთმოძღვარ მხითარის მიერ.

8. ქობაირის მონასტერი - ადრეულ შუა საუკუნეებში ჩანს დაარსებული. გარკვეული ხნის მანძილზე იგი ლორის კვირიკიანთა სამეფო კარის წარმომადგენლების ხელში უნდა ყოფილიყო. XIII საუკუნის შუახანებისთვის დედათა მცირე სავანე შანშე მხარგრძელის მეუღლის ხელით სომეხთაგან კვლავ ქართველთა მფლობელობაში გადავიდა – სწორედ იმხანად იწყება ქობაირში აქტიური და ფართო სამშენებლო მოღვაწეობა, შენდება და ფრესკებით იმკობა დიდი ტაძარი, შანშეს სახლის წარმომადგენელთა დასაკრძალავი ეკვდერი, აგრეთვე სამრეკლო, სატრაპეზო, სხვა ნაგებობები. ქობაირში მრავლადაა ვრცელი ქართული საქტიტორო წარწერები, ისევე როგორც ქართულწარწერიანი საფლავები, რომლებიც მხარგრძელთა ოჯახის წევრებს, აგრეთვე აქ მოღვაწე პირებს ეკუთვნის (აქვეა ძალზე საინტერესო ეპიტაფია ლექსად).

9. ალავერდი - ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება ძვ. წ. III-II სს-დან მანიც-გომის, მანესის სახელწოდებით. XIII ს-ის დასაწყისიდან ცნობილია როგორც სპილენძის წარმოების ადგილი. თანამედროვე სახელი მიიღო XVII ს-ში. 1770 წ. ლორის ოლქში დასახლდა ბერძენი მაღაროს მუშები, რომლებმაც ააშენეს სპილენძსადნობი ქარხანა ალავერდში და შამლუღში, რომელიც 1795 წ. დაანგრია აღა-მაჰმად-ხანმა. 1801 წ. ალავერდი შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. 1938 წ. მიიღო ქალაქის სტატუსი. 1963 წლიდან კი არის რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქი. ალავერდში შემორჩენილია თამარ მეფის ხიდი.

10. სანაჰინი ( Sanahin) - სომხური არქიტექურული კომპლექსის გამორჩეული ნიმუშია მონასტერი დაარსდა მე - 10 საუკუნეში ლორის გუბერნიაში, ზუსტი დარსების თარიღი უცნობია, სახელი სანაჰინი სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც "ეს უფრო ძველია ვიდრე ის", სავარაუდოდ „ის“ - ში იგულისხმება მის მეზობლად მდებარე ტაძარი „ ჰაგპატი “. ტაძარი შესულია იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში.


11. ახპატი - იგივე ჰაგფატავანკი, X ს-ის სომხური მონასტერი ლორის პროვინციაში. მონასტერი დაარსებულია წმ. ნიშანის მიერ აბას I-ის მეფობის დროს. წმ.ნიშანის პატარა ეკლესია ჰაგფატის ადრეული შენობაა. კომპლექსის უდიდესი ტაძარია წმ. ნიშანის კათედრალი, რომელიც აშენდა 967-991 წწ. მისი ცენტრალური გუმბათის ემყარება ოთხ საყრდენ სვეტს და გვერდითია კედლებს. შემდგომში თამარ მეფეს, მონასტრის განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. მონასტერი გამორჩეული და ბრწყინვალე ნიმუშია შუა საუკუნეების სომხური არქიტექტურისა.  შესულია იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში.

12. ახტალის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს სომხეთის ტერიტორიაზე, აქ ადრე ქართველები ცხოვრობდნენ და ტერიტორიც საქართველოს ეკუთვნოდა, აქ საეპისკოპოსო ვახტანგ გორგასალს დაურსები თუმცა იმ დროინდელი ტაძრისა არაფერი არა შემორჩენილა, მოგვიანებით, IX-X საუკუნეებში ეს კუთხე ქართლის მმართველებიდან სომეხ ბაგრატუნიანთა ხელში გადავიდა. თუმცა, მისი დიდი ნაწილი XI საუკუნიდან კვლავ დაბრუნდა საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში. იქიდან მოყოლებული 1920–იან წლებამდე სამხრეთ კავკასიაში მართლმადიდებლური აღმსარებლობის დამკვიდრების და სამონასტრო აღმშენებლობის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა.


დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 2- 144 - 111; 557 47 41 44. 
ან მოგვწერეთ: ეს ელ-ფოსტის მისამართი დაცულია სპამ-რობოტებისაგან, მის სანახავად ჩართული უნდა გქონდეთ Javascript

Share